ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2010


  ჩამოტვირთვა

ისევ თბილისით...

თბილისში დათბა, მაგრამ მაინც იგრძნობა სუსხი,
თებერვლის ქარი გამხმარ ფოთლებს აწოწიალებს
და ციგნის ბავშვი მისდევს ვიღაც შავ პალტოიანს,
მიწისქვეშეთში კი გიტარა უკრავს ალუბლებს...
   
პუშკინის სკვერში ლოთი ჩამომჯდარა არ-ა-ყით ხელში,
ქართულად მღერის, ქართულად სვამს... არვის აწუხებს
მას უხარია ის ხომ ლოთია და შეშლილი - თანაც პოეტი
და ამიტომაც მის საქციელს ვერ გაამტყუნებ!

თბილისში ღამე წარმტაცია, თაღებით სავსე...
შეყვარებულებს გაუვსიათ ტროტუარები,
და მეეზოვე ელოდება დილას სუსხიანს
რომ დაახვედროს ყველა თბილისელს სუფთა ქუჩები...
   
ასე თენდება და ღამდება დედაქალაქში,
თბილისს უმღერენ! თბილისი უყვართ თავისი „ხიბლით“
ჩემი თბილისი ჩემთვის მართლაც მშობლიურია...
დილა იწყება და მთავრდება ისევ თბილისით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები