ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგა-47
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2010


  ჩამოტვირთვა

გარეთ ქარია...

გარეთ ქარია
და რატომღაც კვლავ მიხარია...
ბედი მწარეა,
ციცაბო კლდე ჩემი მხარეა...
დრო ხომ მდარეა,
ეს ცხოვრებაც საოცარია...
გული მყარია,
გაყინულა,მარტო არია...
მთელი არეა
თითქოს ჩუმად მე მაბარია...
მგძნობიარეა;
ყველაფერი ცოცხალ-მკვდარია...
ერთი კარია -
გასასვლელი; იქაც შარია...
რაც მდუმარეა
ისიც ჩემი საწუხარია...
ფიქრთა ჯარია,
ყველა გრძნობის პატიმარია...
რაც მთავარია
რეალობა მაინც ჯვარია...
ჩემი ფარია
უფლის რწმენა - სხვა სამარეა...
გარეთ ქარია
და რატომღაც კვლავ მიხარია...

                                                   
                                                5.02.10


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს