ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2010


ვერლიბრი ჩემებურად

შენი აბსურდული ცხოვრების ფურცლები
ჩემს ოცნებებთან ერთად იწვის და ქრება,
კედლებზე ნახმარი ჟანგბადის ავზივით.
ზუზუნით იხრწნება სურათი სადაც
გასული დღეების დამწვარი სიზმრები
წვიმის შხაპუნა შხეფებით იწონებს სარკეს.

ანარეკლს დაფლეთილ წრიულ სიტყვებში
ჰაერზე ნაწყენი სუნთქვისთვის აწყვიტავს სახეს.
დაპირებებზე დაკიდებული ანონსის ფურცლებით
მოძრაობ ოთახის ერთი კუთხიდან, მეორე კუთხემდე.
წარუმატებელ როლს და გამოსვლას აბრალებ
წარსულს და ისევ სარკეში გიწევს ლოდინი...

ჩაკეტილ სივრცეში, უჰაეროდ გაირინდა მოლოდინის
წყეული დილა.
ღამის მონატრებამ, უფრო მეტი ტკივილი გათხოვა,
შიშველი სარკმელზე ცრემლებით თამაშობ
და საკუთარ თავს გენოციდისკენ მოუწოდებ...
მერე იღლები, თოვლივით გაფითრებულ სახეს ასვენებ
საწოლზე, სადაც ერთხელ კიდევ ჩარგავ თავს
სირაქლემას პოზაში.

შენი აბსურდული ცხოვრების ფურცლები,
ტკივილით ავსებს შერცხვენილ სამყაროს.
შენი თვალიდან ნიანგის ხახაში გამოზრდილ
წყლის წვეთებს, მოშავო სილაში ბაგეებით
ასაზრდოებს წუთებიდან გამოდენილი ჟანგბადის
ჰაერზე ნაწყენი სუნთქვის წუთები...
ისინი იწვის, ჩემს გარდასულ ფიქრებთან ერთად.
იწვის და ყვირილით არემარეს თეთრ თოვლად ათოვს.

მე კედლის იქით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ გარინდული
ფარდების ხმაურში,
თამაშით ჩამომჭკნარ სახეზე ვიხატავ ხარაკირს.
სურათებს გახუნებულ კადლის კუთხეში
სიმწრის ღიმილით, დაბერებული აივნის ფერებში
ვემშვიდობები...
ხარაკირისთვის მადლობას ვუძღვნი უფლის მოციქულს.
ტანსაცმელს ხის უხეშ ქვაზე ვასვენებ
და შიშველი
შენი ცხოვრების აბსურდულ ფურცლებთან ერთად
ჩემს ოცნებებში ვწავავ და ვაქრობ სამარადისოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს