 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 11 თებერვალი, 2010 |
ნოე და ცისარტყელა
როცა უეცრად წამოიწვიმებს, ჭექა-ქუხილის ხმა,რომ მომესმის, პატარა წვეთშიც ვხედავ, ტივტივებს, ხის კიდობანი წმინდა ნოესი...
როცა მანძილი დაიტალღება, ცხვრის ფარით,რემით,ჯოგით,ნახირით, სივრცეს მწყემსივით კვალში დაჰყვება ნოეს კიდობნის გამოძახილი...
საბძელს,საქათმეს,ბაგას,სახბორეს, ნალიას,მარანს,ვენახს ლერწმიანს, კედელზე,ჭერზე,კარზე, ხაროზე, ნოეს კიდობნის სხივი შერწყმია..
რაც ბორცვებია და რაც მთებია, რაც მწვერვალია ცისკენ წასული; ცივ წყაროებად გადაქცევიათ ტანი კიდობნით ჩამოკაწრული...
ღვინოს წურავენ ჩვენს დროშიც ბევრნი, ეფერებიან ვაზებს ასწლიანს, და ღვინით სავსე ყოველი ქვევრი ნოეს ქვევრების ზუსტი ასლია... ვერ შეაჩერებს წვიმას ვერავინ, ნაპრალს დაეძებს ლერწმის რტოებში, რომ დაიღვაროს,როგორც მელანი ფურცლის იდუმალ სიმარტოვეში
ფოთოლზე ერთი წვეთი კიაფობს, ცვარი ციმციმებს ვარდის ფურცლიდან, და ხელში " ღმერთთან მებრძოლ იაკობს", წვიმის შვიდფერი დროშა უჭირავს.
ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით
-----------------------------------------------------
მოსე
ეგვიპტემ კალთა გადაგაფარა, ამოგაბრძანა წყლიდან დუმილით. და ფარაონის პირქუშ დარაბებს, შემოაქსოვა ღმერთის სურვილი...
რწმენას გალავნად შემოიშენებ, უდაბნოს სიცხეს მხრებით აზიდავ, და გაუყვები გზას ფეხშიშველი ცეცხლმოდებული მაყვლოვანიდან.
წმინდა ბაგიდან ისმის ოსანა, ლოცვად უფალმა რომ შეიწირა და მარჯვენაში, ვით გამოცანა კვერთხი და გველი ერთად გიჭირავს.
კლდედ შეიკვრება ტალღის სიმკაცრე, იღაღადებენ ფეხქვეშ ხნულები და ფარაონის რისხვის წინაშე აღსდგები დიდი სასწაულებით.
ღვთიურ მანანას მოელი ოდენ, რწმენით მიიკვლევ ფერდობს ნისლიანს და ბილიკებზე ტანჯვად რომ მოგდევს შენი გვარტომის ცხელი სისხლია.
ყველა ნიშანი მკაცრად სრულდება, ყოველ მაღლობზე უფლის ხელია და წინ მიგიძღვის მტრედის გუნდებად, რაც ცაში ლოცვად აღგივლენია.
ღმერთს ემსგავსები ასე თანდათან და სახე, წვერით შემობურული, სათნო გაქვს, როგორც პურის მანანა და ჟღალი, როგორც მწყერის ბუმბული.
ზეცა ენთება, მიწა ზანზარებს, სიტყვა ბუბუნებს, როგორც გრიგალი და სინას მთიდან ღმერთის ანარეკლს ძირს ჩამოიტანს თეთრი ფიქალით... ----------------------------------------------------------------
უფალმა ბრძანა
უფალმა ბრძანა, იქმენ ნათელი, და მერე,როცა ირგვლივ გაწვიმდა, თითქოს ჩემს თვალწინ მოკლეს აბელი და მე კაენის ვიქეც ნაწილად...
და როცა ღმერთი შემეხო თიხას, გულის სიღრმეში გალღვა ყინული და მე აბელის ნაწილიც ვიყავ იესოს სისხლით გამოსყიდული...
საკუთარ აჩრდილს შევყურებ ახლა, წვიმით დაღლილს და გზებით დამტვერილს, ჩემს განთიადებს მიმწუხრიც ახლდა, ჩემს ღამეებშიც ენთო სანთელი...
ვიდრე საწუთრო ბოლომდე დამხრავს, დაცემის მადლით თვალებახელილს, შუბლით ვატარებ კაენის დამღას, გულით ჭრილობა დამაქვს აბელის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. მოვიხიბლე, საოცარი ლექსებია! მოვიხიბლე, საოცარი ლექსებია!
28. მაგარია ძალიან,მომწონს შენი პოეზია,მაგრამ შენთან კომენტარებში საშინელი აურზაურია ხოლმე და ეგ არ მომწონს,საშინელი ბოღმა და დაძაბულობა იგრძნობა,კამათის თავიდან აცილების ყველაზე კარგი საშუალება კი ისაა რომ მოკამათეს არ უნდა ეკამათო...(ეს ჩემი მოკრძალებული რჩევაა) +7ჩემგან:) მაგარია ძალიან,მომწონს შენი პოეზია,მაგრამ შენთან კომენტარებში საშინელი აურზაურია ხოლმე და ეგ არ მომწონს,საშინელი ბოღმა და დაძაბულობა იგრძნობა,კამათის თავიდან აცილების ყველაზე კარგი საშუალება კი ისაა რომ მოკამათეს არ უნდა ეკამათო...(ეს ჩემი მოკრძალებული რჩევაა) +7ჩემგან:)
27. ძალა შემმატა......ელექტროსკამივითაა სამივე.....55555 ძალა შემმატა......ელექტროსკამივითაა სამივე.....55555
26. ვერაფერი ვერ გავიგე :D :D :D ვერაფერი ვერ გავიგე :D :D :D
25. ნადირო.....რა საოცრად გახსენი ეს უსასრულო სამყარო .... და სიტყვასაც ისეთი ხიბლი აქვს, ,,წყალწაღებული'' კი არა, სწორედაც ღვთის ნაამბორალია......... არტ-ხუმრობად მიგითვლი სათაურს.......;) ;) ;) ნადირო.....რა საოცრად გახსენი ეს უსასრულო სამყარო .... და სიტყვასაც ისეთი ხიბლი აქვს, ,,წყალწაღებული`` კი არა, სწორედაც ღვთის ნაამბორალია......... არტ-ხუმრობად მიგითვლი სათაურს.......;) ;) ;)
24. ლექსები ნამდვილად მოსაწონი და საქებია!!! თუმცა, სხვების მსგავსად, ამ გაერთიანებულ სათაურს ( მესმის, ალბათ ეს ავტორის ერთგვარი პროტესტია) ვერ მივესალმები. ლექსები ნამდვილად მოსაწონი და საქებია!!! თუმცა, სხვების მსგავსად, ამ გაერთიანებულ სათაურს ( მესმის, ალბათ ეს ავტორის ერთგვარი პროტესტია) ვერ მივესალმები.
23. ნამდვილად მოსაწონი ლექსებია!!!555 ნამდვილად მოსაწონი ლექსებია!!!555
22. წაკითხლი მაქვს ესენი და მომწონს...5555555
წაკითხლი მაქვს ესენი და მომწონს...5555555
21. დაცემის მადლით თვალებახელილს
კარგი პოეტის მშვენიერი ლექსები! +2!!! დაცემის მადლით თვალებახელილს
კარგი პოეტის მშვენიერი ლექსები! +2!!!
20. ეგვიპტემ კალთა გადაგაფარა, ამოგაბრძანა წყლიდან დუმილით. და ფარაონის პირქუშ დარაბებს, შემოაქსოვა ღმერთის სურვილი... 5 ეგვიპტემ კალთა გადაგაფარა, ამოგაბრძანა წყლიდან დუმილით. და ფარაონის პირქუშ დარაბებს, შემოაქსოვა ღმერთის სურვილი... 5
19. ლექსები თუ ამ ნადირიასაა, სათაურებს ვინ უგონებს ნეტა, თუ პირიქით? ლექსები თუ ამ ნადირიასაა, სათაურებს ვინ უგონებს ნეტა, თუ პირიქით?
18. მშვენიერი ლექსებია :) მშვენიერი ლექსებია :)
17. მართალია ლექსები არ წამიკითხავს მაგრამ, სანო კომენტარები მომწონს ყოველთვის :D მართალია ლექსები არ წამიკითხავს მაგრამ, სანო კომენტარები მომწონს ყოველთვის :D
16. ლექსები სრულ შესაბამისობაშია სათაურთან მხეცუნა... ლექსები სრულ შესაბამისობაშია სათაურთან მხეცუნა...
15. გენიალურებია!
5 გენიალურებია!
5
14. ნოეს დროს წარღვნა იყო და ლექსს არ წაიღებდა?ე ნოეს დროს წარღვნა იყო და ლექსს არ წაიღებდა?ე
13. მისმინეთ,თქვენ წერთ ნოეზე,უფალზე და დაგირქმევიათ "მთლად წყალწაღებული ლექსები".მაგას 3 წერტილი ჯობდა,რადგან მგონია თავად იცით,რომ გადასარევი ლექსებია... კეთილი სურვილებით. მისმინეთ,თქვენ წერთ ნოეზე,უფალზე და დაგირქმევიათ "მთლად წყალწაღებული ლექსები".მაგას 3 წერტილი ჯობდა,რადგან მგონია თავად იცით,რომ გადასარევი ლექსებია... კეთილი სურვილებით.
12. საკუთარ აჩრდილს შევყურებ ახლა, წვიმით დაღლილს და გზებით დამტვერილს, ჩემს განთიადებს მიმწუხრიც ახლდა, ჩემს ღამეებშიც ენთო სანთელი...
ესენი ახალად დაწერილი ლექსები არ უნდა იყოს, თითქოს მეცნაურა...ალბათ, სათაურების არაორდინალურად შეცვლით ცდილობთ, რაღაც ახალი თქვათ, თუ ვერ ჩავწვდი ჩანაფიქრს? საკუთარ აჩრდილს შევყურებ ახლა, წვიმით დაღლილს და გზებით დამტვერილს, ჩემს განთიადებს მიმწუხრიც ახლდა, ჩემს ღამეებშიც ენთო სანთელი...
ესენი ახალად დაწერილი ლექსები არ უნდა იყოს, თითქოს მეცნაურა...ალბათ, სათაურების არაორდინალურად შეცვლით ცდილობთ, რაღაც ახალი თქვათ, თუ ვერ ჩავწვდი ჩანაფიქრს?
11. ,, სიტყვა ბუბუნებს, როგორც გრიგალი...’’ თუ არ ვცდები, ყველა მეცნაურა, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხე ,,ოტ ი დო’’... სალამი ძმას! ,, სიტყვა ბუბუნებს, როგორც გრიგალი...’’ თუ არ ვცდები, ყველა მეცნაურა, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხე ,,ოტ ი დო’’... სალამი ძმას!
10. კარგი ლექსებია, რას ერჩი?!
5ქ. კარგი ლექსებია, რას ერჩი?!
5ქ.
9. მართლაც რომ მაგარია! მართლაც რომ მაგარია!
8. მაგარი ლექსებია! 5555555555555555555555555555 მაგარი ლექსებია! 5555555555555555555555555555
7. რაის წყალწაღებული ლექსები, ნამდვილად გადავირევი ახლა :|
ორი ცალი პლიუსი მაქვს და ვტოვებ :) რაის წყალწაღებული ლექსები, ნამდვილად გადავირევი ახლა :|
ორი ცალი პლიუსი მაქვს და ვტოვებ :)
6. ძალიან კარგად წერთ... მიხარია ხოლმე თქვენს გვერდზე შემოსვლა. :) ყოველთვის საინტერესო და ლამაზი ლექსები მხვდება!
არ ვიცი რომელი ლექსი გამოვყო, სამივე ძალიან კარგია! :) ასე ძალიან იშვითად მომწონს ხოლმე და მხოლოდ რამდენიმე ავტორის შემოქმედება. :) ძალიან კარგად წერთ... მიხარია ხოლმე თქვენს გვერდზე შემოსვლა. :) ყოველთვის საინტერესო და ლამაზი ლექსები მხვდება!
არ ვიცი რომელი ლექსი გამოვყო, სამივე ძალიან კარგია! :) ასე ძალიან იშვითად მომწონს ხოლმე და მხოლოდ რამდენიმე ავტორის შემოქმედება. :)
5. ანტიპიარიც პიარიაო, ამბობენ, მაგრამ არ უხდება ამ მშვენიერ პოეზიას მსგავსი დასათაურება, ჩემი აზრით.
შეფასება - უმაღლესი! ანტიპიარიც პიარიაო, ამბობენ, მაგრამ არ უხდება ამ მშვენიერ პოეზიას მსგავსი დასათაურება, ჩემი აზრით.
შეფასება - უმაღლესი!
4. ++ ra tqma unda .. meti ar maqvsss:) ++ ra tqma unda .. meti ar maqvsss:)
2. სულის სასალბუნებელი ლექსებია! 55555555555 მე მომწონს ასეთი პოეზია - რწმენითა და ნაზი ლირიზმით გაჯერებული! 55555555555555555555
სულის სასალბუნებელი ლექსებია! 55555555555 მე მომწონს ასეთი პოეზია - რწმენითა და ნაზი ლირიზმით გაჯერებული! 55555555555555555555
1. ოჰ.. ნადირ.. რა სათაურებს აკეთებ.. :(
5! და 5! ოჰ.. ნადირ.. რა სათაურებს აკეთებ.. :(
5! და 5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|