ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2010


შავ-თეთრი

შენ შავი შაშვი ხარ, ხმაჭახჭახა,
მე თეთრი ყვავი, ზღვისპირელი,
ფრთხილად, ასი თვალი გამოიბი,
მგონი ჩამოგდებას გვიპირებენ
აგერ, იმ შრიალა ბუჩქებიდან
(ანწლის სურნელი ნუ შეგიტყუებს),
მტერს ან შავ-თეთრ ბუმბულს დავუტოვებთ,
ან ორს დაგვბრიდავენ ერთი ტყვიით.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები