ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზეჩემი
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2010


მ ე (გამეფებული)

მე არც თუ ისე მახრჩობელა ვარ,
და არც თუ ისე ბევრი შხამი მაქვს.
ცისარტყელებით სავსე ვერანდა
გავასუფთავო უნდა ხვალიდან...

უნდა წითელი მივცე ხეობებს,
უნდა სასახლე ქვითკირის დავდგა.
ნუ გამახსენებთ იმ ძველ შენობებს,
სულ დავანგრიე მომბეზრდნენ რადგან...

მე არც თუ ისე დიდი მონსტრი ვარ,
მხოლოდ ხანგრძლივად ვერთობი შენით.
ვცხოვრობ მიწაზე სადღაც -შორს,ტიალ!
და ბოროტებაც ისევე მშვენის.

ნუ შეეცდები გამომასწორო.
ნუ წამიკითხავ მორალებს ღამით.
ამ გაზაფხულმაც გამომასწრო და
დაგიმარტოვე ეს ცოტა ხანიც...

მე არც თუ ისე დახვეწილი და
აღარც თუ ისე გამერქნებული.
დედამიწიდან დაგახვეწილი

გამეფებული..............

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები