ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პერი_მეისონი
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2010


სელესტა

სექსუალურად დაღლილი ცხოვრება,
ანტი ყველაფრის უნაყოფობის,
გრძნობების სოლო,
დეგენირება,
მარტოობის გამომწვევი უდიაგნოზო სინდრომი,
ცაში გაშლილი ნახშირის მკვეთრი სუნი.
დამწვარი სხეული უსულობას უჩივლებს ალბათ...

მე მენატრება სელესტა,
საცოდავი მსახური სინამდვილის,
თმახუჭუჭა ბიჭების დედა,
მანაც შესცოდა, ჩემთან, სწორედ იმდენჯერ,
რამდენიც საჭირო იყო ახალი ცხოვრებისათვის,
არც მე მინდოდა მეტი, არც იმას,
ასე, უსიტყვოდ დავშორდით,
სანამ მატარებლის ყმუილი დამიხშობდა გონებას...

მასზე ფიქრი კუპეში განთხმულ მეძავთანაც არ მაძლედა მოსვენებას,
არც მაშინ, როცა უგონოდ მთვრალი, ქუჩის მუსიკოსებთან ვმღეროდი,
მე დავიღალე, სიცოცხლე უფრო ხშირად მეორდება, ვიდრე სიყვარული.
სამუდამოდ ვრჩები, ნაცრისფერ, ჟანგით შეჭმულ ფოტოზე.

დასახიჩრებული ბარმენი სახეზე იფარებს თეთრ წინსაფარს,
წინსაფარი რომელიც სულაც არ არის ისეთივე სპეტაკი,
როგორიც ომიდან დაბრუნებული ცხრამეტი წლის ბიჭი,
მე მას სადგურში დავხვდებოდი, მაგრამ ვერ მიცნობს,
შორიდან შევავლე მის ქერა თმას თვალი, ზუსტად ისეთს,
როგორსაც წლების წინ საკუთარ სარკეში ვხედავდი.

სელესტა მშვენიერია, ვერეფერი დააკლო მძიმე ცხორებამ,
მძიმე?  მე არ ვიცი, უკვე ოცი წელი გავიდა მას შემდეგ,
ადვილი წარმოსადგენია საყვარელი ადამიანის გარეშე ყოფნა,
როცა თავადაც იცი, რა დროს გაუშვი ხელიდან.


ისინი წავლენ სახლში, მე დავბრუნდები ჩემთან,
ისევ მარტო, ისევ გაუბედავი,
ისევ მივხვდები წარსულში დაბრუნებული,
რომ  არ უნდა მიმეტოვებინა მაშინ,
მერე ცოტასაც დავფიქრდები და ვეტყვი საკუთარ თავს,
"მაინც არ ღირდა ებრაელი ქალის ცოლად მოყვანა"
გადავბრუნდები და დავიძინებ, იმის იმედად რომ სიზმარში ვნახავ,
ჩემს სელესტას, რომელიც უკვე შორსაა. 

მარტოობის გამომწვევი უდიაგნოზო სინდრომი,
ცაში გაშლილი ნახშირის მკვეთრი სუნი.
დამწვარი სხეული უსულობას უჩივლებს ალბათ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები