ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2010


მეგობრებს

არ დამიტოვა წარსულმა სხვა გზა.
მომავალს ვხვდები ახალი ხიბლით.
შენც დაგივიწე, შენი ღიმილით
და აღარ ვითვლი დაგლეჯილ სიზმრებს.

მე დავეწიე გაქცეულ ცხოვრებას,
რომელიც შენგან საჩუქრად მერგო.
ძლიერ ჩავჭიდე ხელი დროებას,
ახლა სხვას ელის ეული ეგო.

აღარ ვაწებებ დაფლეთილ სურათებს,
აღარც სიყვარულს მივტირი ურცხვად.
ახლა უბრალოდ ვითვლი საათებს
და ველოდები ახალ დღეს, მზიანს.

ახლაღა მივხვდი რომ სიცოცხლეში,
არ ღირს გადაყვე ერთ ადამიანს.
უბრალოდ უნდა დატკბე სიცოცხლით
და შენს მეგობრებს მთლიანად ენდო.

მადლიერი ვარ უფალი ღმერთის
რომ არ დამტოვა გარდასულ დროში.
მადლიერი ვარ ყველა მეგობრის,
მუდამ ღიმილით რომ მედგა გვერდში.

დღეს თქვენს სახელზე სანთლებს დავანთებ,
ღმერთს შევავედრებ თქვენს კარგად ყოფნას.
მუხლმოდრეკილი ვილოცებ თქვენთვის
და თქვენთან ყოფნას შევფიცავ ხატებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები