ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2010


ჩემი სევდა

ჩემი სევდა შავ ზღვასავით მღელვარეა,
ოცნება კი მის სიღმეში გადაკარგულ გემს ჰგავს.
მიტოვებულს რეალური ცხოვრებისგან,
სხვა, დაკარგულ სამოთხეში გადამალულს.

მის სიღრმეში დამალულა სიყვარული,
ავი როგორც მონადირე შავი მგელი.
სავსე მთვარის ამოსვლისას,
კლდის ფერდობზე გადმომდგარი.

სიზმარია ყველა ჩემი მოგონება შენს თვალებზე.
ისეთივე ბუნდოვანი როგორც ჩემი მომავალი.
ტყუილია ყველა ჩემი ტკბილი სიტყვა,
რაც კი შენთვის გაცნობიდან - დღემდე მითქვამს.

ჩემი სევდა შავ ზღვასავით მღელვარეა.
ოცნებებით გადამწვარი, როგორც ძველი ჩალის კერა.
ტყუილია ყველა ჩემი ტკბილი სიტყვა,
ტყუილია რაც კი შენთვის სიზმრად მითქვამს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს