ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2010


ახლა ფრონტზე ვარ...

ახლა ფრონტზე ვარ...
მაგრამ ფიქრით ისევ შენს გვერდით,
სიკვდილ-სიცოცხლე აქ ერთმანეთს
არ უთმობს რიგებს...

ახლა ფრონტზე ვარ...
ნაქალაქარის გასაყარზე ვაბიჯებ მძიმედ!
დასეტყვილ გულში უწინდებურად ერთი მაფიქრებს:
„ჩამოვალ შენთან?!“
„ისევ გნახავ ლოდინით სავსეს?!“

ახლა ფრონტზე ვარ...
აქ ისე ცივა, ცხედრებს მიწა არ იღებს უკვე,
სიბნელისაგან დატყვევებულ გარიჟრაჟს ველი
მაგრამ ამაოდ...

მე ხომ ფრონტზე ვარ...
აქ ყველაზე გვიან თენდება...
შენ ვერ გამიგებ სიტყვებით სათქმელს,
აქ ისე ყინავს, გრძნობებიც თოკვას შეწყვეტენ მალე...

ფრონტიდან გეტყვი...
გაიმედებ გრძნობით დაღლილი
მალე ჩამოვალ...
მჯერა ჩამოვალ...
რომ ისევ ისე, შენებურად
გამათბო მზერით...

ახლა ფრონტზე ვარ...
მაგრამ თვალებს შენ ელანდები...
უიმედობას მოუცვია აქ არემარე, მაგრამ
არა ვცნობ სიტყვას წამით „არდაბრუნების“

ახლა ფრონტზე ვარ...
და ამიტომ,
ილოცე ჩემთვის...
გწამდეს ჩამოვალ...
არ გაგვწირავს ჩვენ შემოქმედი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები