ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიომიქაბერიძე
ჟანრი: პროზა
20 ივნისი, 2008


გამარჯობა მძინარე ხალხს...!!!

ნუ ზარმაცობთ, წაიკითხეთ იქნებ და რა წერია... :)

"გამარჯობა მძინარე ხალხს..!"  -  ლექსების კრებული


(წინასიტყვაობა)
 
    ალბათ მოვიდა დრო, რათა წარმოვთქვა პირველი სიტყვა - “გამარჯობა მძინარე ხალხს”! იბადება კითხვა - რატომ მძინარეს? მოდით ამ საკითხს ოდნავ მოგვიანებით დაუბრუნდეთ, მანამ კი დავიწყებული გულახდილობით უბრალოთ ჩავხედოთ ერთმანეთს ღრმად თვალებში. ჩვეულებისამებრ შეგებებას მოსდევს ურთიერთობის გაღრმავების სურვილი ან სულაც შეუთავსებლობით გამოწვეული უკურეაქცია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობის პროლოგით დავკმაყოფილდეთ, რომელიც არაკლასიკური ფილოსოფიური პოეზიის მხრებზე გადავატარე.
  საინტერესოა ის ფსიქოანალიტიკური ფაქტი იმის შესახებ, რომ საერთოდ ადამიანი რაზეც ფიქრობს, შემდეგ მის განხორციელებას ცდილობს რეაობაში და ხშირ შემთხვევაში ახერხებს კიდეც ამას. ახლა კი ვხვდები, დღემდე კაცობრიობის უმრავლესობა რაზე ფიქრობდა, რისკენ მიისწრაფოდა და მიისწრაფის დღემდე. არ დავმალავ და ამაზე გაფიქრებაც კი მთრგუნავს...
  საზოგადოებაში პოპულარული გამონათქვამია: “ყველას თავისი სიმართლე გააჩნია”. პრაკტიკულად ეს ასეც არის დღეს, მაგრამ ეს ხომ აბსურდია. რამდენი ეგრეთწოდებული სიმართლე არსებობს, ესეიგი ზუსტად ამ რაოდენობის სიცრუეა
დამკვიდრებული საზოგადოების ცნობიერებაში, ბევრი თავისით წარმოქმნილი, ბევრი მათგანი კი სხვაზე მანიპულირებისთვის გამიზნულად შეთხზული. თუმცა ეს ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ადამიანისთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუგინდ ბუტაფორიული მაგრამ ბედნიერება, ვიდრე სიმართლე(ჭეშმარიტება). ეს ყოველივე კი გლობალურ მაშტაბებს მოიცავს და თითქმის ყველა ცხოვრებისეულ ასპექტში ვლინდება.
  რაც შეეხება გლობალიზაციის საკითხს: ისტორია აფიქსირებს ერთ ფაკტს, რომ სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ცივილიზაციები მუდამ ცდილობდნენ მათ მიერ შემუშავებული, მენტალური კონტროლის სისტემების მაქსიმალურად გავრცელებას და გლობალიზებას. წარსული იმასაც გვიჩვენებს, რომ არცერთმა გლობალურმა სისტემამ არ გაამართლა. ასეთი წამოწყება არც თუ ისე ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ყოველთვის კრახით სრულდება. ეს იგივე გარდაუვალი ბიოლოგიური პროცესია, როგორც სიკვდილისა და სიცოცხლის მონაცვლეობითი თეორია  (ბოლო არ უჩანს ბოლოს). აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა მხოლოდ ერთი რამ: დადებითი გლობალური მოვლენა შეიძლება მხოლოდ იყოს - სიყვარული, პატივისცემა და მშვიდობა; პოლიტიკური წყობის, მმართველობის სისტემის ან რელიგიის გლობალიზაციას ნეგატიურად ვაფასებ, რადგან ამ მაკონტროლებელი სისტემების გლობალიზაციის ცილკს(საწყისებიდან მის დაცემამდე) დიდი ფიზიკური და მორალური მსხვერპლი ეწირება. იმის მიუხედავათ, თუ რა ფასეულობებს და მიზნებს ემსახურებოდა სხვადასხვა ეპოქაში გლობალიზაციის პროცესი, შედეგი მაინც მუდამ ერთია, ის რომ, საზოგადოების წევრები “მენტალურ მონებად” გვევლინებიან. ამ მოვლენას მე ვუწოდებ – “თავისუფალ მონობას”, რადგან ახალშობილი, რომელიც მოევლინება ამ სამყაროს, მას თავიდანვე არ ეძლევა თავისუფალი აზროვნებისა და ხედვის ჩამოყალიბების საშუალება და ავტომატურად ხდება “ცრუ” საზოგაგოების(პლანეტის მოსახლეობის 89-93%) სრულფასოვანი წევრი. (ეს ისე, ცნობისათვის)
  მე არავის არ ვებრძვი, არავის ვკიცხავ, და არც არავის ვემხრობი, არაფრის და არავის გავლენის ქვეშ არ ვექცევი, შემიძლია ვთქვა რომ ყველასგან და ყველაფრისგან თავისუფალიც ვარ, არ მიყვარს სხვისი “ქუდების” მორგება, იმის მიუხედავათ თუ ჩვენი პატარა პლანეტის რომელ წერტილში ვიმყოფები. მე მხოლოდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ვართულებ იმას, რაც სხვისთვის მარტივია ან გაუგებარი და ვამარტივებ იმ საკითხებს რაც სხვას მიაჩნია რთული და მნიშვნელოვანი. მე სიმართლე მიზიდავს და არ აქვს მნიშვნელობა ის როგორი იქნება, ვინმესთვის მიუღებელი თუ მისაღები, ის ხომ სინამდვილეში ერთია. სიმართლე ჩემს ცნობიერებაში ბედნიერების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც სიყვარული, სილამაზე და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტების ძიების პროცესი სრულყოფილებისკენ მიმავალი გზაა, რომელსაც საფუძვლად თავისუფალი აზროვნება უდევს. (“გიჟი არ ვარ, მწამს მე უფალი, მხოლოდ თქვენგან ვარ თავისუფალი”).
    რაც შეეხება კონკრეტულად ამ კრებულს და საერთოდ ეგრეთწოდებულ ჩემს შემოქმედებას(“აგრესიული რომანტიზმი”), რომელიც ღრმა ყმაწვილობიდან ჩუმი მაგრამ ჩქარი ტემპით მოძრაობს სხვადასხვა განხრით და მიმართულებით, ის ტოტალურად აპოლიტიკურია და საერთოდ არ აღიარებს მას, ისეთს როგორიც ის კაცობრიობამ ჩამოაყალიბა, მაგრამ ანარქისტულ იდეოლოგიაზეც არ არის ნამდვილად დამყარებული. ჭეშმარიტი ხელოვნება ყველაფრისგან თავისუფალი უნდა იყოს, ის ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი დარგია რომელსაც თავისი უსაზღვრო ძალა და შესაძლებლობები ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გამოუვლენია. ხელოვნება თავისუფლებასთან ასოცირდება და მჯერა, რომ ის ამ პლანეტაზე არსებული ერთადერთი სფეროა, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ.
  ხელოვნების ნებისმიერ დარგში მოღვაწეობის შინაარსი არ წარმოადგენს მხოლოდ ავტორის ინტიმურ ავტოპორტრეტს, არამედ ის მოზაიკური პრინციპის გზავნილია მსოფლიო საზოგადოებისთვის, რომელიც ამჯერად საქათველოდან ისმის. სანამ ჩვენ ვერ მივხვდებით იმას რომ ჩვენში დამკვიდრებული “პროვინციული ფაშიზმი”, რომელსაც სხვადასხვა ინტერპრეტაცია გააჩნია, არ წარმოადგენს დადებით და სწორ მსოფლმხედველობას, სოციუმის სულიერ სიმაღლესა და სიჯანსაღეზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ყველას სათითაოდ უნდა გვახსოვდერს, რომ ჩვენ ყველა ამ პლანეტის შვილები ვართ, ჩვენც ერთნი ვართ ყველა, რასის, ნაციონალობის და მრწამსის განურჩევლად. ვისურვოთ მშვიდობა, გაგვაჩნდეს პატივისცემა ერთმანეთთან ურთიერთობაში, რომელიც სიყვარულში უნდა გადაიზარდიოს, მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებს სულიერ მშვიდობას და ჰარმონიას თითოეული ჩვენთაგანი, რადგან გარემო იქნება შესაბამისი. მაგრამ იბადება მთავარი კითხვა: სურს ეს კაცობრიობას სინამდვილეში, თუ არა? ყოველშემთხვევაში დღემდე ნამდვილად არა; ან იქნებ მიზეზი ის არის, რომ თქვენ სურვილებზე სხვა* ახდენდა ყოველთვის მანიპულირებას, და თავის სურვილებს გახვევდათ თავს. (Think free)
  სამ ენაზე გადმოცემულ “მესიჯებში”, ყოფიერების ფსიქოანალიზი, ფილოსოფიური დატვირთვა და ნაწილობრივ მისტიკური ელფერიც თავის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთო სურათის  ჩამოყალიბებაში. უნდა ვაღიარო რომ ლექსის წერისას, ნაკლებათ ვფიქრობ პოეზიის თუგინდ ფართო, მაგრამ მაინც არსებულ ჩარჩოებზე, ფურცელზე გადატანილი ფიქრები უჩვეულოდ გაწელილი სიმღერის სახით უფრო ჩამესმის, რომლებსაც მედიტაციური ხასიათის მელოდია სდევს ფონად ჩემს გონებაში. მათი სწორედ აღქმისთვის წერილობითი ფორმა ალბათ არ არის საკმარისი და ამიტომაც გადავწყვიტე რამოდენიმე აუდიო ჩანაწერი გამეკეთებინა. თითოეული ხაზი ჩემი სულის პატარა ნაგლეჯია, რამეთუ მასში ჩაქსოვილ სათქმელს ძალზედ მნიშვნელოვანი აზრობრივი დატვირთვა აქვს. ვიცი, ბევრი შერაცხავს ამ ყველაფერს როგორც ქაოსურ და უაზრო რითმს, მძიმე აღსაქმელი გახდება ბევრისთვის, არასწორედ აღქმულიც ან გაუგებარიც, მაგრამ ესეც ბუნებრივი პროცესია დროისა და სივრცის შესაბამისად და ამ ყველაფერს დღეს მე მშვიდი ღიმილით ვეგებები, რადგან ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მე ვარ მხოლოდ და ვთვლი რომ თუ ყველამ ისწავლა საკუთარი თავის ზომიერი, ჯანსაღი კრიტიკა, უფრო დაიხვეწება საზოგადოების საერთო დონე. მე მირჩევნია ჩემი ლექსი გაიაზროს ადამიანმა და არ მოეწონოს, ვიდრე მოეწონოს გააზრების გარეშე. ვიცი ბევრი კითხვა გაჩნდება, მაგრამ იცოდეთ, პასუხები ყოველთვის იქვე მოიპოვება სადაც კითხვა იბადება, და თუ მომიწევს ჩემს რომელიმე ნათქვამზე კონკრეტული განმარტების გაკეთება, ამასაც ბუნებრივ პროცესად ჩავთვლი.  ყველაფერი ხომ ეხლა იწყება...
   
    “აქ ვერ იხილავთ უბრალო სიტყვას, ან თუგინდ ლექსს,
    თქვენთვის გავმართავ მე ცხოვრებასთან ვერბალურ სექსს...”
  ჩემი “ლექსი” მართლაც ცხოვრებასთან ვერბალურ სექსს წააგავს, ამ პროცესისგან ორივე იღებს გარკვეულ სიამოვნებას, მაგრამ მაინც საინტერესოა ვინ უფრო დიდ კმაყოფილების გრძნობას მიიღებს საერთო ჯამში, ცხოვრება ჩემგან თუ მე მისგან? . სტატისტიკის მიხედვით “ცხოვრება” საგრძნობლად დომინირებს ამ საქმეში, მაგრამ ეს მხოლოდ სტატისტიკაა, რომელსაც ხშირად შეჰყავს ცდომილებაში ადამიანი .  (“...მე ეს ცხოვრება ტანზე ჩავიცვი”)
    ამ “ლაბირინთში”  ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი, ბევრი ბილიკიც გასავლელია მაგრამ ფაქტია ის, რომ იარსებებს გზამკვლევი, რომელსაც ადამიანთა გარკვეული ნაწილი გამოიყებებს მომავალ სივრცეში გადასვლისას ადაპტაციის და შემდგომი ჩამოყალიბების პროცესებში, იქ სადაც დროს აღარ ათვლიან დღევანდელი საათის ისრებით, სადაც ბევრი რამ ისე აღარ იქნება როგორც თითქოს უნდა იყოს. ამ ურთიერთობის პროლოგსს, რომელიც შეიძლება რამოდენიმე ათწლეულს გაგრძელდეს ჩვენს შორის, შეუძლია მრავალ სულიერს დაეხმაროს ცხოვრების სწორედ აღქმაში, “ციხიდან” თავის დაღწევასა და საკუთარი თავის შეცნობაში. ახალი ეპოქა მალე დაიწყება, ალბათ ახლებური ცხოვრებისთვის მზადებას ჰგავს ეს ჩემი უცნაური მოძრაობები და თუნდაც ეს სულელური მონოლოგიც, რომელიც შენდეგ  თქვენს შორის დიალოგში გადაიზრდება. ელოდეთ დროს...  დრო მხოლოდ მოვა... 

თავში გაისმა კითხვა: რატო მძინარეს? ამაზე პასუხი მოდით ყველამ საკუთარ თავში ვეძებოთ (Just refresh your mind).

“მე ძალით არ ვუსწრებ დროს, უბრალოდ ვამბობ, რომ ის(დრო) თქვენთანაც მოვა...”



გიორგი მიქაბერიძე  2007 წ. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს