ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პროზა
3 მარტი, 2010


ბედისწერის განაჩენი

შენი ფანჯარა კვლავ ღიაა, როგორც ყოველთვის...
თებერვლის მიწურულსაც კი...
ახლა მარტია,
მაგრამ მარტი მაინც არ გიყვარს...
შენი თვე ნოემბერია...
სახეზე ასფალტისფერი გადევს, არადა შენი ფერი მელანქოლიაა...
თრთოლვით ჭამ მზესუმზირას, ისე სწრაფად, რომ
ქერქებს უმისამართოდ, მეზობლის აივანზე ფანტავ...
ტანჯვით იყურები და ვერც კი ხვდები, რამდენი ხანია დგახარ ამ პოზაში...
უკან სილუეტი დაგყვება, მაგრამ შეუმჩნეველი...
გასაკვირია, ნატრობ (არ მოვიდე)
დიახ! არ ვჩანვარ... და სიხარულისგან ასფალტისფერ სახეს გახუნება ემჩნევა...
გრძნობ და იცი - მოსალოდნელი საფრთხე - 
ჩემი გამოჩენისას
ერთი-ორად რომ გიმძაფრდება...

გზის მეორე მხარეს შეჩერებული მანქანა…
სისხლძარღვებში კი უსიამოვნო დენის ვოლტები უხეშად გირტყამენ!
გადმოვდივარ ქურთუკში კისერჩარგული შეუმჩნევლად
(უკვე მესამედ მოვდივარ ასე)
მხედავ მხოლოდ შენ...
იყურები ფანჯრიდან, მე მხოლოდ ირიბად გცემ პასუხს...
და ვერც კი ვხვდები შენი უმეტყველო თვალები
გაქცევას, რომ მანიშნებს...
არადა უსაფრთხოდ მოვედი... შეუმჩნევლად!
ფიქრი მიმძაფრდება:
(რატომ? ხომ დამირეკე)
უკვე მესამე ღამეა შენთან ვარ...
გადმოვჭერი გზა... სიგარეტს მოვუკიდე...
მაგრამ...
ნაფაზის ნახშიროჟანგი სისხლის გუბეს შეერია,
რომელიც გასაოცრად ფართოვდებოდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები