ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რაშიდ
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2010


ჩემს ბებერ მეგობარს

"მეს" ვხედავ სარკეში,
შეშლილს,
ყელში ამოსული მლიქვნელობით და,
დაცლილი "კოკა-კოლის" ბოთლით,
სამყარო უშენოდ,
ერთი ილუზიით  ნაკლები,
"შენ" - ხომ ტყუილია.

მინდა...
ცუდად იყო,
ცოცხალი - მარტოსული,
იფიქრო,
ისუნთქო,
სანამ აუტანელი გახდება ჰაერი,
დამიძახო...


როცა გავარკვევ,
რა არის მთავარი- "მე" თუ "შენ,"
გადავალ მეორე ნაპირზე,
ვივლი სულ მარცხნივ,
ისე, რომ მარჯვნივ ვერ დაგინახო,
ვუყურებ მხოლოდ მიწას,
სანამ საფლავები ასცდება ერთმანეთს,
მე და შენ,
ზოგჯერ თურმე, არ ყოფილა "ჩვენ."


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს