ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრაფი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2010


უკანასკნელი ათი წამი

ათი წამიღა დამრჩა ამ ქვეყნად,
ცხრა წამზე უკვე მიქელი მიტევს,
ჩემი სიკვდილი არ მედარდება,
ჩემი გული ხომ შენ თვალებს იტევს.

მერვე წამიც კი მიეცა წარსულს,
სულ შენზე ვფიქრობ, გიძღვნი ამ ფიქრებს,
მეშვიდე წამსაც შევჰნატრი გასულს,
მიქელი ბრაზობს, დრო აღარ ითმენს.

ექვსი წამიც და წავალ იმ ქვეყნად,
უაზრო იყო, ხალხი იფიქრებს,
რა გააკეთა, იყო ამ ქვეყნად,
მკვდარი, ცოცხალი მე შემიგინებს.

მეხუთე წამზე მოჰყევი ჩივილს,
მეგობრებს ვერ ვთმობ, არისტოკრატებს,
გავხედავ მათ და დავიჭერ ღიმილს,
მატი ხსენება სევდას მიქარწლებს.

ამ ბოლო წამებს თქვენ გიძღვნით მხოლოდ,
თქვენით ვცოცხლობდი აქამდე ისეც,
მეოთხე წამსაც მოეღო ბოლო,
მიქელს მოჰბეზრდა, დრო აღარ ითმენს.

სამი წამიც და მე თქენ დაგტოვებთ,
თქვენთან  თხოვნა მაქ, ნუ დამივიწყებთ,
თურმე სიკვდილსაც არ სურს დათმობა,
გთხოვთ გამიხსენეთ, ღმერთი არ გიწყენთ.

ბოლო მეორე წამიც გავიდა,
ბედნიერია, მიქელი ილხენს,
ვერ გავექეცი, თვალებს დამბინდა,
და ბოლო წამიც მიეცა მითებს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები