ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რაშიდ
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2010


ჩემს მკვდარ მეგობარს

მეგობარო, ჩემო მეგობარო, შენ მოკვდი?
მე ცუდად ვარ, ძალიან ცუდად და მეშინია,
როცა ვხედავ როგორ დამცინი საფლავთან დამხობილს,
ვეღარ ვიკავებ ცრემლს, რომელიც არასდროს ყოფილა ხელოვნური.

მეგობარო, ჩემო მეგობარო, შენ იცი?
რა ძვირფასი ხარ ჩემთვის, თუნდაც უსულო და ცივი,
სამუდამოდ გრძელდება ჩემი სიცოცხლე,
რადგან ჯოჯოხეთშიც კი შემიძლია ვიფიქრო შენზე,
ძილში გავიმეორო სახელი, რომელიც მეტია ვიდრე ყველა.

მეგობარო, ჩემო მეგობარო, რატომ?
მე მივდივარ, მაგრამ მენატრება დარჩენა.
მიწა შავია და ანათებს, ისეთივე ხარ ამ ქვაზეც,
მშვენიერი და უგულო, როგორიც ყოველთვის მიყვარდი,
სანამ დადგებოდა მარტი, მე არ მეგონა რომ მორჩა.


მეგობარო, ჩემო მეგობარო, იქნებ,
კარგი, მე დღეს მაინც წავალ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს