 | ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 7 მარტი, 2010 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ახლა ქარსაც და ქარაშოტსაც ერთი ფასი აქვს, - ბებიაჩემმა, - ეს ცხოვრებაც ისე მიქრისო... ადრე სხვა ქარი მიწეწავდა თმას და ხასიათს, ახლა მკლავსო ქარი - ნიკრისის.
ამასობაში შენ მოდიხარ, არა, მოღელავ!.. მე თავს (ორივეს) ძლივსღა, მაგრამ მაინც ვიკავებ... ბებიაჩემი ჰყვება ვიღაც ყარაჩოღელზე, - მომყავს ხელკავით...
შენს ყურებაში გამოყლევდა უბნის შერიფი, (ჩვენთან ხან ხუტას ეძახიან, ხან ხუტა უფროსს), - კი, მართალია, მარტი იცვამს ძალზე შილიფად, მაგრამ შენ უფრო!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|