ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკო ცოცხალაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2010


ჩემი ცხოვრება

ჩემი ცხოვრება ჰგავს შემოდგომას,
აქ იშვიათად ანათებს მზე,
აქ სევდა ჭარბობს მხიარულ დღეებს,
ხანდახან წვიმაც მასველებს მე.

არვის შესტკივა აქ ჩემზე გული,
აქ არვინ მხვდება დაკეტილ კართან,
აქ ყველაფერი ნაცრისფერია
ჩემი ფერადი სიზმრების გარდა.

და მე არ ვიცი ქვეყნად უკვე რაღა ვიწამო,
ვისი მჯეროდეს, ვის გავანდო გულის ფიქრები,
აქ ხომ ძნელია საიმედო მეგობრის პოვნა,
თუ ერთხელ შეცდი-სამუდამოდ მარტო იქნები..

და დღეს დავდივარ, როგორც უდაბნოს
მოხეტიალე, ყარიბი, მწირი,
ვეძებ ამ ქვეყნად ჩემს კუთვნილ ადგილს
და გზაში მხვდება ლხინიც და ჭირიც.

მე მჯერა შეიცვლება ეს უსახური
ამინდი ყვითელი შემოდგომის,
ჩემთანაც დადგება ლამაზი გაზაფხული
და ხვალ დასრულდება ცხოვრებასთან ომიც.

                17. 06. 2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს