ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2010


***


ბედნიერებაა,
როდესაც გაღვიძებს
ზეცის სიჩუმე და
ვარსკვლავთა ჟრიამული,
გახედავ სივრცეს-
ღვთაებრივ  მასპინძელს
და შემოგესმება
გულის სუნთქვა,
მსუბუქი,ნიავური,
და შენც მოგინდება ამაღლება
ჰაერ-ჰაერ
და ღრუბელ-ღრუბელ
და ცის გამჭვირვალე
ტალღებზე სიარული.

***
ნაპირზე ქვიშა და კლდე ფერმკრთალი,
რა სამკაული და რა კავები!
მე წყალს მივენდე და ცას შევხარი
და ზღვის ტალღები მაქანავებენ.

თვალების ნამი.ტანის სინედლე,
რა თეძოები და რა მკლავები!
მე წყალზე ვწევარ და ცას მივენდე
და ზღვის ტალღები მაქანავებენ.

***
ოქრო მოწვეთავს ღრუბლის ძაბრიდან,
ბაღის შუქიდან მტრედი აფრინდა.

მდინარის სევდა ისმის ნისლიდან,
კლდე გაბზარულა ელვის ისრითა.

ზეხმელის ტოტზე ზარი-ვარსკვლავი,
ჰაერი-თბილი დედის ხმასავით.

ხმებში,დუმილში მადლი ცისანი,
სამყარო-ღმერთის ნათილისმარი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები