 | ავტორი: რაშიდ ჟანრი: პოეზია 24 მარტი, 2010 |
ლუსი წავიდა ჩვენგან, დავრჩით, მე, კლიფ სეიმური და ჩემი მოხუცი, მონადირე, მონადირე, მონადირე, რომელსაც ენა ებმება, მაგრამ მთლიან სიტყვებზე, მზის შეხედვაზე აცემინებს, ცრემლებს ყრის, იაფფასიან მელოდრამებზე, სოიოს წვნიანს შარვალზე ისხამს და მნიშვნელოვან იერს იღებს, როცა წინაპრების სადღეგრძელოს, ასგრამიანი არყის ჭიქით, საგულდაგულოდ მომზადებულ ადგილას, დიდი გაჭირვებითა და ვაებით, უშვებს დამჭკნარ ყანყრატოში.
ლუსი ჩვენგან წავიდა, ბოლთისცემა ოთახში, ფერხულს დაემსგავსა, ან საბრძოლო მარშს რუსული დაფდაფების ფონზე, პირველი ღამე, ყველას ერთად დაგვატყდა, თან მამაჩემი, ჩემი მოხუცი მონადირე, მონადირე, მონადირე, ქამრის შეკვრისას, ყველა მოჭერაზე ისე ოხრავდა, როგორც ლუსის, ან უფრო მის ქმარს შეეფერებოდა, გვიან შემოდგომაზე. როგორც წესი, ბურგუნდიელები ამ დროს წურავენ ღვინოს, ჩვენც გვიგზავნიან, უკვე რამდენიმე წელია და ამდენივე ცხრა თვეა ამაოდ ველით, როდის მოევლინება ოჯახს ქერა მადლენი, ან ოლივერი, ან რუდოლფი, თუნდაც ალბერი, წერილი პირველი- არაფერი, წერილი მეორე - არაფერი, მესამე - არაფერი, მამაჩემი სანადიროთ გატენილი თოფით დადის.
ლუსი წავიდა ჩვენგან, ვერასდროს, მე და ჩემი მოხუცი მამა, ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით თუ ეს დღე დადგებოდა, ფოტოზეც წარმოუდგენელია, ისეთი ლამაზია, მოხდენილი, ქერა და ცოტა ჭორფლიანი, ბუხრის წინ ვისხედით, ვარჩევდით თხილს, ამ მხარეში კაკუნი არ არსებობდა, მაგრამ გაისმა, გარეთ იდგა, სულ მარტო. მიკვირდა როგორ გაჰყვა იმ ღიპიან მეღვინეს, მაგრამ უფრო მეტად გამიკვირდა, როცა დაბრუნებული, ერთი შეკვრა ტანსაცმლით და რამდენიმე ბოთლი ცივი რძით, თავჩაქინდრული, ხის სკამზე დავინახე.... ლუსი, ლუსი, ლუსი, ლუსი, ჩემი მოხუცი მამა, ის მონადირეა, ენა აღარ ებმება, იმიტომ რომ მოკვდა. მე და ლუსი ძველ სიმღერას, ახალი ტექსტით ვმღერით, ბურგუნდიაში მოსავალი მოვიდა..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. აი ეს მესმის! აი ეს მესმის!
16. magaria +10 magaria +10
15. მონადირე, რომელსაც ენა ებმება, მაგრამ მთლიან სიტყვებზე, მზის შეხედვაზე აცემინებს, ცრემლებს ყრის, იაფფასიან მელოდრამებზე, სოიოს წვნიანს შარვალზე ისხამს და მნიშვნელოვან იერს იღებს, როცა წინაპრების სადღეგრძელოს, ასგრამიანი არყის ჭიქით, საგულდაგულოდ მომზადებულ ადგილას, დიდი გაჭირვებითა და ვაებით, უშვებს დამჭკნარ ყანყრატოში.
ლუსი, ლუსი, ლუსი, ლუსი, ჩემი მოხუცი მამა, ის მონადირეა, ენა აღარ ებმება, იმიტომ რომ მოკვდა. მე და ლუსი ძველ სიმღერას, ახალი ტექსტით ვმღერით, ბურგუნდიაში მოსავალი მოვიდა..
საინტერესო სახეებია...
მონადირე, რომელსაც ენა ებმება, მაგრამ მთლიან სიტყვებზე, მზის შეხედვაზე აცემინებს, ცრემლებს ყრის, იაფფასიან მელოდრამებზე, სოიოს წვნიანს შარვალზე ისხამს და მნიშვნელოვან იერს იღებს, როცა წინაპრების სადღეგრძელოს, ასგრამიანი არყის ჭიქით, საგულდაგულოდ მომზადებულ ადგილას, დიდი გაჭირვებითა და ვაებით, უშვებს დამჭკნარ ყანყრატოში.
ლუსი, ლუსი, ლუსი, ლუსი, ჩემი მოხუცი მამა, ის მონადირეა, ენა აღარ ებმება, იმიტომ რომ მოკვდა. მე და ლუსი ძველ სიმღერას, ახალი ტექსტით ვმღერით, ბურგუნდიაში მოსავალი მოვიდა..
საინტერესო სახეებია...
14. უკვე რამდენიმე წელია და ამდენივე ცხრა თვეა ამაოდ ველით, როდის მოევლინება ოჯახს ქერა მადლენი, ან ოლივერი, ან რუდოლფი, თუნდაც ალბერი, წერილი პირველი- არაფერი, წერილი მეორე - არაფერი, მესამე - არაფერი, მამაჩემი სანადიროთ გატენილი თოფით დადის.
მე და ლუსი ძველ სიმღერას, ახალი ტექსტით ვმღერით, ბურგუნდიაში მოსავალი მოვიდა.. :)
:-*
უკვე რამდენიმე წელია და ამდენივე ცხრა თვეა ამაოდ ველით, როდის მოევლინება ოჯახს ქერა მადლენი, ან ოლივერი, ან რუდოლფი, თუნდაც ალბერი, წერილი პირველი- არაფერი, წერილი მეორე - არაფერი, მესამე - არაფერი, მამაჩემი სანადიროთ გატენილი თოფით დადის.
მე და ლუსი ძველ სიმღერას, ახალი ტექსტით ვმღერით, ბურგუნდიაში მოსავალი მოვიდა.. :)
:-*
13. საერთოდ ასეთი პოეზიის მოყვარული არ ვარ,მაგრამ ეს მომეწონა :) რაღაც "ყანყრატო" ხვდება ცუდად ყურს (ჩემი აზრით) მოკითხვა ავტორს :) საერთოდ ასეთი პოეზიის მოყვარული არ ვარ,მაგრამ ეს მომეწონა :) რაღაც "ყანყრატო" ხვდება ცუდად ყურს (ჩემი აზრით) მოკითხვა ავტორს :)
12. ენა აღარ ებმება, იმიტომ რომ მოკვდა.
prozas davuZaxebT,Tu poezias,sulerTia,momewona... ენა აღარ ებმება, იმიტომ რომ მოკვდა.
prozas davuZaxebT,Tu poezias,sulerTia,momewona...
11. მონადირე, მონადირე, მონადირე, რომელსაც ენა ებმება, - აი ეს, მაგარია რა :))
ლუსი ჩვენგან წავიდა, ბოლთისცემა ოთახში, ფერხულს დაემსგავსა,
მე და ლუსი ძველ სიმღერას, ახალი ტექსტით ვმღერით,
რაშიდ, მინდა გითხრა, რომ აი ეს, ძალიან მაგარი რამე დაგიწერია :-SS კარგია კარგია კარგია :->
მონადირე, მონადირე, მონადირე, რომელსაც ენა ებმება, - აი ეს, მაგარია რა :))
ლუსი ჩვენგან წავიდა, ბოლთისცემა ოთახში, ფერხულს დაემსგავსა,
მე და ლუსი ძველ სიმღერას, ახალი ტექსტით ვმღერით,
რაშიდ, მინდა გითხრა, რომ აი ეს, ძალიან მაგარი რამე დაგიწერია :-SS კარგია კარგია კარგია :->
10. კინოსავით გავიდა...5 მეც უფრო პროზად წავიკითხე... კინოსავით გავიდა...5 მეც უფრო პროზად წავიკითხე...
9. ხო, უფრო პროზაა :)
და ღრმა და საინტერესო :) ხო, უფრო პროზაა :)
და ღრმა და საინტერესო :)
8. 5:))) მამა შემეცოდა მოხუცი:( 5:))) მამა შემეცოდა მოხუცი:(
7. 5. ძალიან მომეწონა დახვეწილი და საოცრად კარგი....მაგრამ ჩემთვის ეს ლამაზი პროზაა ...............................................................................................................
წარმატებას გისურვებ!! ნინო იორდანი. 2010-03-24 03:19:24
ზუსტად ამას ვფიქრობ მეც. 5. ძალიან მომეწონა დახვეწილი და საოცრად კარგი....მაგრამ ჩემთვის ეს ლამაზი პროზაა ...............................................................................................................
წარმატებას გისურვებ!! ნინო იორდანი. 2010-03-24 03:19:24
ზუსტად ამას ვფიქრობ მეც.
6. მამაჩემი მეეზოვეა თელასში :)) მამაჩემი მეეზოვეა თელასში :))
5. ძალიან მომეწონა დახვეწილი და საოცრად კარგი....მაგრამ ჩემთვის ეს ლამაზი პროზაა ...............................................................................................................
წარმატებას გისურვებ!! ძალიან მომეწონა დახვეწილი და საოცრად კარგი....მაგრამ ჩემთვის ეს ლამაზი პროზაა ...............................................................................................................
წარმატებას გისურვებ!!
4. რაშიდ, ახლა, შენზე სულ ის უნდა გამახსენდეს, სხვის გვერდზე რომ აღმომხდა შენი სახელი, ვიდრე ახალ საოცრებას არ ჩავიდენ კიდევ რამეს :)) :)) აქაც, რა თქმაღა უნდა, 5-იანი ;;) რაშიდ, ახლა, შენზე სულ ის უნდა გამახსენდეს, სხვის გვერდზე რომ აღმომხდა შენი სახელი, ვიდრე ახალ საოცრებას არ ჩავიდენ კიდევ რამეს :)) :)) აქაც, რა თქმაღა უნდა, 5-იანი ;;)
3. დავითს სიცოცხლე:) დავითს სიცოცხლე:)
2. რაშიდს მოკითხვა კაი კაცს!
5+ რაშიდს მოკითხვა კაი კაცს!
5+
1. ბოლთისცემა ოთახში, ფერხულს დაემსგავსა... დაახლოებით ეგრე ვარ :) ბოლთისცემა ოთახში, ფერხულს დაემსგავსა... დაახლოებით ეგრე ვარ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|