 | ავტორი: ვასო ჟანრი: საბავშვო 23 ივნისი, 2008 |
უზრდელი პუდელი
პუდელს შეხვდა ფისუნა, თათი გამოუწოდა. მან კი ცხვირი ასწია და “მჩხავანა” უწოდა.
ფისოს ცრემლი მოადგა, არ ეგონა, პუდელი უკადრისი თუ იყო და ასეთი უზრდელი.
რინგი ტყეში
გაიმართა ტყეში რინგი, დაუნგრიეს რუხ მგელს დინგი.
დათუნიამ ურტყა ისე, ვერ აბრუნებს გვერდით კისერს.
სამი დარტყმით, სულ ორ წუთში, მგელი იყო ნოკაუტში.
ათზე მეტიც დაუთვალეს, მაინც ვეღარ ახელს თვალებს.
გადმოსძახა ჩხიკვმა ხიდან: - ეგრე გინდა! ეგრე გინდა!
ზღარბი
ჩამოაგდო ქარმა ვაშლი, ვაშლმა ზღარბი გაახარა. წამოიღო შინისაკენ, მერე, აღარ დაახანა,
გააკეთა ვაშლის ჩირი, გაკეთა ვაშლის ჯემი. თქვა: - ზამთარში, უკვე ვიცი, რომ მშიერი არ დავრჩები.
ბეღურები
მავთულებზე ნოტებივით ჩამომსხდარან ბეღურები. ჟღურტულებენ, ჟივჟივებენ და ერთმანეთს შეჰყურებენ.
ქარი ქრის და უკვე ცივა, ჯერ შორს არის გაზაფხული, მაგრამ მაინც, თბილ ქვეყნებში არ მიუწევს არც ერთს გული.
ჭიანჭველა
ტვირთი მიაქვს ჭიანჭველას, არ სჭირდება სხვისი შველა.
თუმცა არის ერთი ციდა, ზურგზე თვითონ მოიკიდა.
გამრჯეა და მუყაითი – არ აშინებს მძიმე ტვირთი.
მასზე არის ათჯერ დიდი – აბა, კარგად დააკვირდი!
გოგრის გული
დედა ფისომ თავის კნუტებს მოუხალა გოგრის გული. მარტო სახლში? ეზოშიც კი დატრიალდა მისი სუნი.
მოხალული გოგრის გული დაურიგა დედამ კნუტებს. ცოტაც თვითონ დაიტოვა, გემრიელად აკნატუნებს.
ვანიკოს ცხენი
შინდის ტოტით ვანიკომ გააკეთა ცხენი. გადააჯდა, აღვირში წაატანა ხელი.
- აჩუ, აჩუ! – შეჰყვირა, გააჭენა სწრაფად, შინდის ცხენის ჯირითში კარგად გაიწაფა.
უცბად ცხენი შეჩერდა, გზაზე დაიყურსა და ვანიკოს თხოვნაზე არ იბერტყავს ყურსაც:
- მიმიყვანე სახლამდე, გზა არ დარჩა შორი. ვერ გავიგე, რა მოგდის, ცხენი ხარ თუ ჯორი?!
პანამა
დაიხურა ანამა დედის თეთრი პანამა.
ბებიკომ და მამიკომ უთხრეს: - ჩვენო ანიკო,
ისე ძლიერ გიხდება, ვინც კი გნახავს, მიხვდება
სჯობს, ატაროს პანამა გოგომ შენისთანამა.
ქარავანი
ირგვლივ მხოლოდ მტვერია და თეთრი ქვიშის ბარხანები. მალე ღამე ჩამოწვება, აღარა ღირს დახანება.
ამიტომაც არ ჩერდება, დღის სინათლე სანამ არის, მიირწევა უდაბნოში აქლემების ქარავანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ++++ kargia :) ++++ kargia :)
13. ვასო, არაჩვეულებრივია! 5 ვასო, არაჩვეულებრივია! 5
12. +5 ვასო და ბევრი მადლობა 9 მადლობა (9 ლექსია) :) ისე ხო იცი სადღაც წავიკითხე ძველ ქართულში 9 ბევრს ნიშნავდაო და იქედან მოდის თუმრ 9თვალა მზე, 9წყარო და ა. შ. ასე რომ ბევრი მადლობა შენ :) +5 ვასო და ბევრი მადლობა 9 მადლობა (9 ლექსია) :) ისე ხო იცი სადღაც წავიკითხე ძველ ქართულში 9 ბევრს ნიშნავდაო და იქედან მოდის თუმრ 9თვალა მზე, 9წყარო და ა. შ. ასე რომ ბევრი მადლობა შენ :)
10. რა ვქნა მიყვარს ბავშვები5 რა ვქნა მიყვარს ბავშვები5
7. დღეს დავდე ასე, რატომღაც :) ასე ერთად მქონდა სხვაგანაც და... დღეს დავდე ასე, რატომღაც :) ასე ერთად მქონდა სხვაგანაც და...
6. კაქუნები და ლამაზუნებია...:) კაქუნები და ლამაზუნებია...:)
5. ასე ერთად დადება როდიდან დაიწყე, ან რა კრიტერიუმებით დააჯგუფე ნეტა?:) მომენატრე მიყვარს შენი პოეზია შენი გული და შენი ადამიანობა ასე ერთად დადება როდიდან დაიწყე, ან რა კრიტერიუმებით დააჯგუფე ნეტა?:) მომენატრე მიყვარს შენი პოეზია შენი გული და შენი ადამიანობა
4. კარგებია, მაგრამ ერთიორი ვერ იყო ისე კარგი, ამიტომ 4 ქულა. ნუ დებთ ბევრ ლექსს ერთად, ჯობია თითო თითოდ დადოთ. კარგებია, მაგრამ ერთიორი ვერ იყო ისე კარგი, ამიტომ 4 ქულა. ნუ დებთ ბევრ ლექსს ერთად, ჯობია თითო თითოდ დადოთ.
3. ერთიმეორეზე კარგებია :) 5 ერთიმეორეზე კარგებია :) 5
2. ჭა გეთანხმები ჭა გეთანხმები
1. მიყვარს შენთან შემოსვლა. ბავშვების მაგივრად მადლობა. მიყვარს შენთან შემოსვლა. ბავშვების მაგივრად მადლობა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|