ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2010


დღევანდელი წვიმა


საქარე მინას აპრიალებს მინის მწმენდავი,
არ აცლის წვიმას...
ასე ვშლი შენზე ფიქრებს თავიდან, -
მერე ვიწყებ სმას და ფორიაქს...
ერთი სხვაობით -
მინას აწვიმს წვრილად,
თანაბრად, 
ჩემს თავში კი მარტის თქორია. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს