ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2010


ქაქუცა

 

სულ ერთი ნატვრა
წაჰყვა ფიცად,
სულ  ერთი ცრემლი
შერჩა სტრიქონს
და ზღვაში ტალღად
გადაიქცა
კაცი, რომელიც
დროშა  იყო!

სამშობლოს სუნი
შერჩა ბალახს,
წვიმამ კი აღარ
გადაიღო
და გემზე აფრად
გაიშალა
კაცი, რომელიც
დროშაც  იყო!

ზღვის ტალღა,
აფრა,
ბრძოლა ქართან,
მონატრებული
ცოტა სითბო
და ერის ღერძად
აღიმართა
კაცი, რომელიც
დროშაც  იყო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები