ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაგასაკი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2010


ჩვენი სიყვარული | პიერ-ს

შენ ჩემი ხმამაღალი სუნთქვა
ჩვენი სიყვარული გგონია
და გამოგონილი შვილივით უვლი..
მინდა გულზე მიგიკერო,
რომ ახლოს მყავდე,
უფრო ხშირად გიგრძნო
და მივხვდე, თუ რა გინდა...
შორიდან გაკვირდები
როგორ კითხულობ ამ ლექსს
და ცდილობ წამლად ქცეულ ძილს თავი დააღწიო..
გამოიგონე ჩვენი შვილები,
მოურე მათ
და როცა დავბრუნდები,
გამოგონილი
შორეთის ზღაპრებს მოვუყვები...
გამოიგონე ჩვენი შვილები,
რომ ჩემი წასვლა არ გეტკინოს
და უჩემობა ამოივსო მათი თვალებით..
გპირდები ყველას ჩემს მწვანე თვალებს გამოვაყოლებ..
ძილის წინ გამოგონილი მამისგან
კოცნა დაუტოვე ფეხისგულებზე,
როცა გაიზრდებიან არასდროს ივლიან ჩემი ნაბიჯებით..
დაწოლის წინ
ჩემი ბალიში ძირს გადმოაგდე
ისე, რომ თვალი არ გამოაყოლო...
გამოიგონე ჩვენი სიყვარული,
რომ ჩემი ხმამაღალი სუნთქვა
გამითავისუფლო..
მე გულზე მიგიკერებ,
რომ ყოველთვის ვიგრძნო,
თუ რა გჭირდება..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები