ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ან_კა
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2010


გადამადე სიხარული

გადამადე სიხარული,
გადამადე.
გადააგდე დარდი, სევდა,
გადააგდე.
სიყვარული არის, კარგო,
განა ადრე.
განა ადრე არის, კარგო,
გალამაზდე.
გადამადე სიხარული,
გადამადე.
არასოდეს, არასოდეს
გაავდარდე.
გაბრწყინებულ მზეს და მთვარეს
უნდა ჰგავდე.
გაიღიმე
ახლა უნდა შემიყვარდე.
გადამადე სიხარული,
გადამადე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები