ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2010


ქარის სოლო

ვადაგასულია ყოველი შეგრძნება
საშინლად,
უკვე მერამდენედ ახლად დაბადების
მცდელობით,
შენ კი, ცხოვრებასთან თავის გამართლების
მაგივრად,
ზოგჯერ როგორ გინდა თქვა, რომ, სულ უბრალოდ
-ცდებოდი.
ცა შეხსნილ გულისპირს ნაცრისფერ ღრუბლებით
იმოსავს,
ამ მონოტონური დღეებით ამინდიც
იღლება,
პალიტრის ფერები წვება გახუნებულ
ტილოზე,
ქარი მარტოობის გაბმული სოლოა-
სიმღერა.
მდორე ნოსტალგია სიშორის, სხეული
მყიფეა,
ილევა ამდენი წამოდგომითა და
დაცემით,
შენ დგახარ სარკის წინ, სახის უცნობ ყალიბს
იფერებ,
ცრემლი თუ ღიმილი, ცრემლი თუ ღიმილი…
არცერთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები