ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრიგოლია
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2010


ამ ბოლო დროს ღამით სიზმრებს ვერ ვხედავ

უკვე თვეა ნებისყოფას ვებრძვი,
უკვე თვეა არ ვნებდები ვნებას.
ზოგჯერ ნება დამტრიალებს თავს და
ზოგჯერ თვითონ არ ვასვენებ ნებას.
  მერე რა თუ ზოგჯერ თვალი გამირბის,
  უხამს სურვილს ვუთმობ ზოგჯერ აზრებს.
  ყველა ჩემს ქალს დილით შენით მივმართავ
  და შენს სახელს შევურაცხყოფ ასე.
ამ ბოლო დროს ღამით სიზმრებს ვერ ვხედავ,
რისი ნახვაც ღირდა ყველა ვნახე.
წუხელ ისევ დავემალე შენს სახეს,
დღეს კი თვითონ დამემალა სახე.
  გუშინ ლექსის წერა დავაპირე,
  დღეს კი თვითონ დამიპირა წერა.
  გუშინ მზერა ისევ აგარიდე,
  დღეს კი თვითონ ამერიდა მზერა.
წუხელ ისევ დავემალე შენს სახეს,
დღეს კი თვითონ დამემალა სახე.
ამ ბოლო დროს ღამით სიზმრებს ვერ ვხედავ,
რისი ნახვაც ღირდა ყველა ვნახე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს