ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პერი_მეისონი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2010


როცა არ იცი, უნდა იკითხო, ყველა გეტყვის სამ სიტყვას..

კლავიშები -  ბრჭყალებში ჩასმული თითები,
საყვირი - მწუხარე ქვეყნის, კითხულობს წარმომავლობას,
პიტერი - ის იშვიათად პასუხობს ყველას,
საბეჭდი მანქანა - ნაწილნაწილ, ვიღაცისთვის, წერს ამ ყველაფერს.

ჩაქუჩი - აჭედებს ყველა წამოწეულ ლურსმანს,
გრძელი კისერი - არასდროს უხდებათ მონებს,
წელი - მოხრილი დედაბერი, მიწიდან კრეფს,
ლობიოს მარცვლებს, რომელიც წუთის წინ, უბეში ეყარა.

დიდრონი თაფლისფერი თვალებით,
შენ მე მიყურებ,
ჩემი პროფესია მარტოობაა, რთულია დაჯერება,
სიკვდილიდან სიცოცხლემდე, სადაც გაქცევა წარმოუდგენელია,
მაიძულებ თავქუდმოგლეჯილმა გავიკვირვო, ერთ ადგილას დგომა...


პიტერი იჯდა,
საბეჭდი მანქანის ხმაზე ფორტეპიანოს კლავიშებს აწვალებდა,
საყვირმა სულ დააბნია დედაბერი,
რომელიც წელში მოხრილი, წაგრძელებული კისრით დაეძებდა,
საწოლის ქვეშ შევარდნილ ლობიოს მარცვლებს,
მე კი შენ,
სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა,
უბრალოდ,
სიზმარში გნახე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები