შეხედე, ფოთლები დაგვიბერდნენ, ასე უჩუმრად და უჩვეულოდ, სიჩუმის დარღვევა ვერ გაბედეს, ფრაზებს გაქცეულებს ვერ ვპოულობ. ნახე, დამიგულა სიმარტოვემ, ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა, ახლა, ბოდვასავით ვიმახსოვებ სიზმრებს, რომლებშიაც მეტირება. და მერე მიდიან შეგრძნებები, და მერე ბრუნდება უშენობა, ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები, რადგან ნიავივით უფერო ვარ და რთული ქარივით, სევდასავით, თვალებში ჩაკირულ ნაღველივით, მოდი, უჩემობას შეგასწავლი, დრო რომ განმეორდეს გაფრენილი ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა, შენი ნაკვალევი წამიშალო, ყველა ემოცია არ წამართვა, მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო. ქალაქი აიკლეს ბეღურებმა, შენ კი ერთგულებით დაიღალე, იცი, ხეივანი გემდურება, მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე. შეხედე, ფოთლები დაგვიბერდნენ, ცასაც ნაოჭები გასჩენია, ლექსებმა დუმილი გაიმეტეს, უსმინე, სათქმელი დარჩენიათ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. თითქმის თაბაგარისეულია :D თითქმის თაბაგარისეულია :D
16. ვახ,დღეს შენი ლექსების მოტრფიალე ვარ...და ვეძებ ისევ...:) ვახ,დღეს შენი ლექსების მოტრფიალე ვარ...და ვეძებ ისევ...:)
15. დარჩენილი სათქმელიც ასეთივე ლამაზი იქნებოდა, მჯერა დარჩენილი სათქმელიც ასეთივე ლამაზი იქნებოდა, მჯერა
14. თეა, თეა... 5 თეა, თეა... 5
13. ეს ძალიან მომეწონა. შენსავე სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად მგონი. 10 ქულა ეს ძალიან მომეწონა. შენსავე სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად მგონი. 10 ქულა
12. თეა რომელი საიტი? თეა რომელი საიტი?
11. ჩემო ულამაზესო პოეტესა! ლამაზრითმიანო, ლამაზაზრიანო, ლამაზგულიანო!... ძალიან კარგი ხარ, ძალიან მიყვარხარ და გკოცნი უამრავს!!! 5 ჩემო ულამაზესო პოეტესა! ლამაზრითმიანო, ლამაზაზრიანო, ლამაზგულიანო!... ძალიან კარგი ხარ, ძალიან მიყვარხარ და გკოცნი უამრავს!!! 5
10. თეა მემგონი ძალიან ბევრი ფრაზაა აქ თავმოყრილი ჰო? ბიიიიიიიიიიიიიი 3 თეა მემგონი ძალიან ბევრი ფრაზაა აქ თავმოყრილი ჰო? ბიიიიიიიიიიიიიი 3
9. ლექსებმა დუმილი გაიმეტეს, უსმინე, სათქმელი დარჩენიათ...
კარგია! ლექსებმა დუმილი გაიმეტეს, უსმინე, სათქმელი დარჩენიათ...
კარგია!
8. თეა, გიღიმი და გიწერ ხუთს! თეა, გიღიმი და გიწერ ხუთს!
7. როგორც ყოველთვის.. თე.. როგორც ყოველთვის.. თე..
6. არაჩვეულებრივი. არაჩვეულებრივი.
5. ჰო და ეს დანაოჭებული კაცი გეუბნები კარგია. ჰო და ეს დანაოჭებული კაცი გეუბნები კარგია.
4. იმუშავე თეა, ბევრი იმუშავე... კარგი გოგო ხარ! იმუშავე თეა, ბევრი იმუშავე... კარგი გოგო ხარ!
3. და მერე მიდიან შეგრძნებები, და მერე ბრუნდება უშენობა, ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები, რადგან ნიავივით უფერო ვარ ეჰ... :) ნიჭიერო. და მერე მიდიან შეგრძნებები, და მერე ბრუნდება უშენობა, ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები, რადგან ნიავივით უფერო ვარ ეჰ... :) ნიჭიერო.
2. მოფერებასავით სასიამოვნო ლექსია :) 5 მოფერებასავით სასიამოვნო ლექსია :) 5
1. ქალაქი აიკლეს ბეღურებმა, შენ კი ერთგულებით დაიღალე, იცი, ხეივანი გემდურება, მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე. შეხედე, ფოთლები დაგვიბერდნენ, ცასაც ნაოჭები გასჩენია, ლექსებმა დუმილი გაიმეტეს, უსმინე, სათქმელი დარჩენიათ...
ჩემი თეა ხარ შენ!... :) ქალაქი აიკლეს ბეღურებმა, შენ კი ერთგულებით დაიღალე, იცი, ხეივანი გემდურება, მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე. შეხედე, ფოთლები დაგვიბერდნენ, ცასაც ნაოჭები გასჩენია, ლექსებმა დუმილი გაიმეტეს, უსმინე, სათქმელი დარჩენიათ...
ჩემი თეა ხარ შენ!... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|