ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2010


მეხსიერებიდან ამონარიდი

მახსოვს სახლიდან გამოვიპარე
და ყვითელ პეპლებს ბადით მივდევდი,
ადიდებულა მერე მდინარე
და წაუღია სოფლის ხიდები.

ვთამაშობთ “კუკუმალულობანას”
და ვიმალებით ქარვისფერ ძნებში,
დავუწერ წითურ გოგონას ბარათს
და წვიმის მარაგს მივართმევ პეშვით.

ვიხსნი საპალნეს ვიწრო მხრებიდან
შენ კი პასუხის გაცემას ითხოვ,
ისე ვმწვანდები გაოცებისგან
რომ შაბიამნით შემწამლეს თითქოს.

ჩაწყობილ საქმით განწყობა ნული
მოსალოდნელი ამბების მერე,
ტკბილ მოგონებებს ქალივით ვუვლი
და ღია გულზე ვიფარებ ხელებს.
                                                  2010


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები