ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პროზა
11 აპრილი, 2010


ბებო

(ბავშვობის მოგონებები)

რა ტკბილი ხარ ბებო!
ერთი სული გქონდა მალე დავეთხოვეთ სკოლიდან, რომ სოფელში ჩამოვსულიყავით!
გული სულ ბაგა-ბუგით გიცემდა ჩვენს დანახვაზე -
(სიხარულისგან ცრემლიც კი მოგადგებოდა დაღლილ თვალებზე)
გახსოვს?! ორღობეში, რომ დაგვხვდებოდი ხოლმე?! –
ხელი შუბლზე მიგებჯინა და მოგველოდი! (ფიქრობდი ახლა, გამოჩნდებიან, ახლა...)

ვინ იცის რამდენჯერ ტყუილად გაწვალდი?!
გამოგვიცხე ხაჭაპური (ჩვენ, რომ გვიყვარდა ისეთი) აანთე ბუხარი, გაფაციცებით გველოდე და...  (ვერ/არ) ჩამოვედით. მაგრამ -
გულში ხომ მაინც შენთან ვიყავით ბებო?!
როცა კი შეიტყობდი ჩვენი დათხოვის ამბავს, სიხარულისგან ყველა ახლო-მახლო მეზობელს მოდებდი:
- დღეს ჩამოდიან ჩემი გამხარებლები! (ენაცვალოთ ბებო)

აგერ ახლა სტუდენტები ვართ -
იშვიათად თუ გვაქვს დასვენება. (პარალელურად სამსახურიც)
რამდენჯერ წყენით გითქვამს:
- რით ვერ დამთავრდა ეგ სასწავლებელი?! გკლავენ თუ გასწავლიან?! დაგითხოვონ მალე...
ჩამოდი გულიანად დაგასვენებ. (სად მყავს მოსაკლავი შვილიშვილიო)
მე კი ღიმილი დამედებოდა სახეზე, გაკოცებდი და დაგაიმედებდი.
გახსოვს?! საერთოდ არაფერს, რომ არ გვაკეთებინებდი?!
დაუღლელი ფუტკარივით ფუსფუსებდი და ერთი სული გქონდა -
რამე გვეთქვა, რამე გვეთხოვა... (რა ტკბილი ხარ ბებო!)

რა ძნელი იყო წამი, როცა ქალაქისკენ მოვდიოდით.
ვინ იცის გეტირებოდა, მაგრამ არ ტიროდი...
(ცრემლს არ გვანახებდი - გვიფრთხილდებოდი)
მარტო ერთს გვკითხავდი - ჩუმი, ჩახლეჩილი ხმით:
- ხომ მალე ჩამოხვალთ?! არ დამივიწყოთ.
(ჩვენ კი გაწყნარებდით! ჩამოვალთ, აბა რას ვიზამთ?! აუცილებლად ჩამოვალთ...)

ასე მიდიოდა დრო... მიდის.
ბებო ისევ გველოდება, ისევ ისე უხარია ჩვენი დანახვა.
ხშირად წინათგრძნობას აჰყვება - დააცხობს ხაჭაპურებს და ორღობეში უმისამართოდ იყურება... ვინ იცის ფიქრობს:
- ეგებ მოდიანო?!

(ჩამოვალთ, აუცილებლად ჩამოვალთ!)
ტკბილი ხარ ბებო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს