ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2010


ზეცამ ზეციური..

ზეცამ ზეციური სუნთქვით
                  გადმოგვხედა...
სულში ამიმღერა აპრილის
ყვავილები....
დარდმა წამლეკა და...
ჩემმა ანგელოზმაც დროულად
დამაყარა თეთრი გვირილები.
სანთლად ამანთო და...
        მწარედ დამადუმა...
ტრაგიკულ სიკვდილზე
მძიმედ დამაფიქრა...
ცრემლად დამღვარა და...
          მომიწოდა...
არ ვიყო მუდმივად ნისლში..
სულის ტკივილზე მწარე არ ყოფილა
სიკეთის დაკარვის და არ ნახვის შიში?
ჩემო ანგელოზო, ციდან გადმომხედე!
და არ დამტოვო მუდმივად ბინდში...
გავედრებ- ჩემ შვილებს და ...
პატარა საქართველოს...
აპკურე ნუგეში შენი...
არ დაეჩოქოთ და მარად ეამაყოთ
შენი სილამაზით... სიკეთით... რწმენით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები