ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პერი_მეისონი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2010


ექსპრომტი ჩემს მეგობარ ფრიდრიხს, წარსულის გახსენებისთვის

ახლად დაწყებული მეოცე, აქტუალირი თეოკრატია,
სულს ღაფავს ყველგან,
კომუნისტები ცისფერ სისხლში ურევენ წითელს,
და სულ ცოტა ხნით, მოაზროვნეც, გახდება მუშა..

ხალხი უგულოდ, მაგრამ დიდი, სურვილით გარბის,
მიტინგებზე და გაიძახის "დიდება ლენინს"
საშიში სენი მარქსიზმიდან, მამონას კვებავს,
მარტინ ჰამსიკი, ემიგრანტი, ამზადებს საყვირს.

ნაცრისფერ პალტოს კარადიდან ყოველღე წმენდს და,
ჩაის ბოლომდე, თუმცა ჯერ ცხელს, სწრაფად გამოცლის,
შუბლზე აკოცებს, კარში უშვებს, მეუღლე გერდა,
და მიუნჰენის ბარის ბიჭებს, მიჰყვება ისიც.

ვერავინ ამბობს, რატომ შფოთავს ბებერი მიწა,
ცაში ღრუბლებიც თითქოს გრძნობენ, ფიქრობენ ალბათ,
გაზეთებს წვიმაც, ვერ ასველებს, ამბები ამბად,
აზრები აზრად, კაცად კაცში, იჭერენ ადგილს.

ათი ათასი ხელში წითელს, თეთრი წრით გულში,
შავი სვასტიკა, ქარიშხლების სიმბოლო ძველი,
ვერავინ ბედავს, წინ აღუდგეს, ქარიზმას შიშის,
მისიკურ ხმაში სატანური, იგრძნობა ძალა.

"მალე გაიღოს გზები უფლის, დავადგეთ ჩვენც მათ,
კლდეზე ვაშენოთ ჩვენ ახალი, დიდება ქვეყნის,
დამცირებიდან დიდებამდე, ვიაროთ ერთად,
რომ განვადიდოთ დიდებული, არიის სისხლი."

ერთხმათ შესძახეს, "იუბერ ალლეს" ნაბიჯით მწყობრით,
ძველი ჩვევები სამუდამოდ, დაწვეს წიგნებთან,
გაიქცა ვისაც სინამდვილე, ენიშნა რთული,
იმ დროს ქვეყნიდან, გაუსწრიათ თურმე მანებსაც.

ლუგერის ფიქრებს, ანტიწითელს, მავნებელს თუმცა,
ბრმად მიჰყვებიან ზიზღით სავსე, დახშული გონით,
აგონიების რეჟიმები, ზარების რეკვა, სიტყვები აზრით,
დამცირების, ერთვიან რაინს.

მარტინ ჰამსიკი, ის არ ცხრება, ატარებს წიგნებს,
აგიტაციას ქალაქიდან, სოფლად ეწევა,
დაფასებამდე, სიცოცხლეში დააკლდა წამი,
როცა იფიქრა: "გავიმარჯვეთ" - მას არ ეღირსა.

მეუღლე გერდა, მწვანე პასპორტს ამაყად აჩენს,
ავსტრიელია ყველამ იცის, დედით და მამით,
მაგრამ მამამისს, მოხუც ვაჭარს, შუბლზე ეწერა,
თორა თაროზე, წინაპრების, შემორჩა დღესაც.

"მარტინ ჰამსიკი? ვიცი შენ ხარ, წამოდი ჩვენთან,
შენი მეუღლეც შენთან იყოს, ბრძანებს გიოტფრიდი",
-ალბათ ჯილდოს თუ გადმომცემენ რას იტყვი გერდა?
-დაიმსახურე ჩემო კარგო, აიღე ლენტი,
შენ გერმანიის დიდებისთვის იბრძვოდი მარად,
დღეს დაგიფასებს, ასე ვფიქრობ, თვით ფიურერი.

როცა ჯერ კიდევ დილა იყო, მზე ცას ათბობდა,
ზოგი დანომრეს, ზოგს უბრალოდ, არ ეყო ციფრი,
გარეუბანში, ფერმის გვერდზე, გაისმა სროლა,
ისევ მღეროდა, "უბერ ალლეს"- ცისფერი სისხლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები