 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 21 აპრილი, 2010 |
წვიმს, გადაუღებლად წვიმს. იქნებ უკვე მეორმოცე დღეა წვიმს. არ ვიცი, სამწუხაროდ არ ვითვლიდი. წვიმს ისე ძლიერად, რომ წვიმისგან გაკეთებულ წყლის კედელს იქით რა ხდება, არ ჩანს. ალბათ უმეტესობა, ჩემსავით სახლში, ფანჯარასთან ზის და რაღაცას უცდის, თუ ელოდება, მგონია რომ ყველა ერთსა და იმავეს ვფიქრობთ, ვიხსენებ , მაშინაც ასე იწყებოდა? საინტერესოა სახელი შეიცვალა და ეს ამბავი სხვისგან იცოდა თუ თვითონ იყო პირველი? შენ ყოველთვის წრე გეგონა, მე უფრო წრიული პარაბოლა , თუმცა რა მნიშვნელობაა აქვს? დარწმუნებული ვარ, რომ წრიული პარაბოლები არ არსებობენ და ეხლა მოვიგონე. ამინდიც ხელს უწყობს ახალ აღმოჩენებს!... საინტერესოა ჩემი სახლი მდინარესთან ახლოს რომ ყოფილიყო, ადიდებულ მდინარეს უკვე წაღებული ექნებოდა თუ წუთი წუთზე გამოუთხრიდა ძირს და გაიყოლებდა სხვა, უფრო დიდი მდინარის სანახავად? ნამდვილად ვიცი, სახლიდან არ გამოვიდოდი. მდინარესთან თუ ვიცხოვრებდი. სახლი ხის მექნებოდა, კარგად შეკრული, ალბათ ულურსმნოდ აშენებული, ისე, რომ წყალს შიგ შესვლა გასჭირვებოდა... და დავუყვებოდი ჩემ სახლთან ერთად და უამრავ ახალ მდინარეს ვნახავდი... მაგრამ რას გავარჩევდი? წინ ხომ მაინც წვიმის კედელი იქნებოდა? შეიძლება საერთოდ ვერც მეგრძნო, მდინარემ რომ წამიღო სახლთან ერთად , თუმცა ამაზე ფიქრს რა აზრი აქვს, არც სახლი მაქვს ხის და არც მდინარესთან ახლოს ვცხოვრობ, ფანჯრიდან ვიყურები, მინდა, რამე გავარჩიო, მაგრამ ვერაფერს ვხედავ... მაგრად წვიმს. დილასაც თუ ასე იწვიმებს , აუცილებლად მოდი ჩემთან, მე სახელად ნოე დავირქვი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. წვიმა არ მიყვარს, მაგრამ აქ ისე ლამაზად წვიმს... ............ *მზე* წვიმა არ მიყვარს, მაგრამ აქ ისე ლამაზად წვიმს... ............ *მზე*
22. წვიმიანი ფიქრების არაფერი ეტყობა ამ ნაწერს, აქ უფრო ფიქრიანად უწვიმია!
საინტერესო, ორიგინალური და შთამბეჭდავია! წვიმიანი ფიქრების არაფერი ეტყობა ამ ნაწერს, აქ უფრო ფიქრიანად უწვიმია!
საინტერესო, ორიგინალური და შთამბეჭდავია!
21. აქ კარგია. მე ვწევარ წყალზე, მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე, ცურვა გამორიცხულია – გული ისედაც ძლივს მუშაობს და სუნთქვაც მიჭირს. აქ კარგია. ვწევარ გულაღმა
,,,,,, სუნთქვა მიჭირს. მართალს ამბობენ, რომ ასეთ დროს ზღვაში შესვლა საშიშია. მე ვწევარ წყალზე და ნაპირამდე საკმარისი მანძილია, რათა შევშინდე, მაგრამ მშვიდად ვარ. აქ კარგია. მე ვჭუტავ თვალებს, მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე, სუნთქვა სულ უფრო მიძნელდება. ვიხსენებ დღეებს, ვიხსენებ ყველას, ვინც მიყვარდა. წყალი მიმარწევს და სუნთქვა მიჭირს. ყველაფერი, ნაპირი, სიცოცხლე, ჰაერთან ერთად ცოტავდება. აქ კარგია. წყალი მატულობს და ბნელდება, და ცივდება. მე ვახელ თვალებს და მზეს, რომელიც აბრწყინებდა მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე, ფარავს ღრუბელი. ღრუბელს წყალი. წყალს კი სიტყვები: ხმა, რომელიც შემოდის ჩემში, რომელიც ისმის არსაიდან – ყოველი მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ ამჯერად უნდა გადავრჩე, რომ მზე ისევ გააბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე, რომ ჰაერი მოიმატებს, წყალი გათბება, რომ ჩემი გული დამშვიდდება და რომ უკვე ნაპირზე ვარ. აქ კარგია. ჩემს გარშემო ირევა ხალხი, ზოგიც წყალშია. მე ვზივარ და ვიღიმები. არავინ იცის, რომ აქ კარგია. რომ ყველანი უკვე გადავრჩით და მეც ნოე ვარ, როგორც ყველა.
ეს შენ.იმედია ნახავ:)
აქ კარგია. მე ვწევარ წყალზე, მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე, ცურვა გამორიცხულია – გული ისედაც ძლივს მუშაობს და სუნთქვაც მიჭირს. აქ კარგია. ვწევარ გულაღმა
,,,,,, სუნთქვა მიჭირს. მართალს ამბობენ, რომ ასეთ დროს ზღვაში შესვლა საშიშია. მე ვწევარ წყალზე და ნაპირამდე საკმარისი მანძილია, რათა შევშინდე, მაგრამ მშვიდად ვარ. აქ კარგია. მე ვჭუტავ თვალებს, მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე, სუნთქვა სულ უფრო მიძნელდება. ვიხსენებ დღეებს, ვიხსენებ ყველას, ვინც მიყვარდა. წყალი მიმარწევს და სუნთქვა მიჭირს. ყველაფერი, ნაპირი, სიცოცხლე, ჰაერთან ერთად ცოტავდება. აქ კარგია. წყალი მატულობს და ბნელდება, და ცივდება. მე ვახელ თვალებს და მზეს, რომელიც აბრწყინებდა მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე, ფარავს ღრუბელი. ღრუბელს წყალი. წყალს კი სიტყვები: ხმა, რომელიც შემოდის ჩემში, რომელიც ისმის არსაიდან – ყოველი მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ ამჯერად უნდა გადავრჩე, რომ მზე ისევ გააბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე, რომ ჰაერი მოიმატებს, წყალი გათბება, რომ ჩემი გული დამშვიდდება და რომ უკვე ნაპირზე ვარ. აქ კარგია. ჩემს გარშემო ირევა ხალხი, ზოგიც წყალშია. მე ვზივარ და ვიღიმები. არავინ იცის, რომ აქ კარგია. რომ ყველანი უკვე გადავრჩით და მეც ნოე ვარ, როგორც ყველა.
ეს შენ.იმედია ნახავ:)
20. შესინებული კაცის ფიქრები შესინებული კაცის ფიქრები
19. ეს ას სიტყვიანებში იყოო? აუუ რა სილამაზეაა :)
დილასაც თუ ასე იწვიმებს , აუცილებლად მოდი ჩემთან, მე სახელად ნოე დავირქვი. ჰმ... :) ეს ას სიტყვიანებში იყოო? აუუ რა სილამაზეაა :)
დილასაც თუ ასე იწვიმებს , აუცილებლად მოდი ჩემთან, მე სახელად ნოე დავირქვი. ჰმ... :)
18. უმაგრესია... ჰარირამა, ძალიამ მომეწონა.55555 უმაგრესია... ჰარირამა, ძალიამ მომეწონა.55555
17. მახსოვს ეს ჩანახატი :) მოვიკითხე დიდიხნისმოუკითხავი ავტორი :D მახსოვს ეს ჩანახატი :) მოვიკითხე დიდიხნისმოუკითხავი ავტორი :D
16. ას სიტყვიანებში...ყველაზე კარგი ეს იყო!!!!!!!!
ას სიტყვიანებში...ყველაზე კარგი ეს იყო!!!!!!!!
15. და მაინც, მე ასე მერჩია დამთავრება: "დილასაც თუ ასე იწვიმებს , აუცილებლად მოდი ჩემთან, მე სახელად ნოე დავირქვი"....
მოკლედ, ჰარი ხარ თუ ნოე, მაინც ძალიან კარგია, რამაზ! :)))))) 5 და მაინც, მე ასე მერჩია დამთავრება: "დილასაც თუ ასე იწვიმებს , აუცილებლად მოდი ჩემთან, მე სახელად ნოე დავირქვი"....
მოკლედ, ჰარი ხარ თუ ნოე, მაინც ძალიან კარგია, რამაზ! :)))))) 5
13. ძალიან მომეწონა ჰარი/////55555 ძალიან მომეწონა ჰარი/////55555
12. ყოჩაღ ჩემო კარგო! ჯიგრულია, როგორც იტყოდა ბევრი ქართველი. ყოჩაღ ჩემო კარგო! ჯიგრულია, როგორც იტყოდა ბევრი ქართველი.
11. ხვალიდან ნოე! მოი დღეს ჩემთან.:) ხვალიდან ნოე! მოი დღეს ჩემთან.:)
10. დილასაც თუ ასე იწვიმებს , აუცილებლად მოდი ჩემთან, ხომ გახსოვს, მე ხვალიდან ნოე მქვია. ლამაზად წვიმიანი ფიქრები :) დილასაც თუ ასე იწვიმებს , აუცილებლად მოდი ჩემთან, ხომ გახსოვს, მე ხვალიდან ნოე მქვია. ლამაზად წვიმიანი ფიქრები :)
8. წვიმისგან გაკეთებულ წყლის კედელს იქით რა ხდება, არ ჩანს....:)
მიყვარს აქ...55555 წვიმისგან გაკეთებულ წყლის კედელს იქით რა ხდება, არ ჩანს....:)
მიყვარს აქ...55555
7. მოკითხვა ლამაზად-მწერალს! 55555 მოკითხვა ლამაზად-მწერალს! 55555
6. სევდა შეეჩვია ამ გვერდს და მის პატრონს...არ მომწონს ეს განწობა მე...
სევდა შეეჩვია ამ გვერდს და მის პატრონს...არ მომწონს ეს განწობა მე...
4. თბილი და ნაღვლიანია,ჰარი.. შენსავით... იუმორის და ''არევის ''უკან დიდი გული ,სიღრმე და..სევდა კრთება ხოლმე ხანდახან..
უჰ,ნაღვლიანი კომენტი გამომოვიდა და-''კალის ''პუნქტუაცია ვინ მოგიწესრიგა?:)
გულიანი მოკითხვა ჰარის ნინიგან:) თბილი და ნაღვლიანია,ჰარი.. შენსავით... იუმორის და ``არევის ``უკან დიდი გული ,სიღრმე და..სევდა კრთება ხოლმე ხანდახან..
უჰ,ნაღვლიანი კომენტი გამომოვიდა და-``კალის ``პუნქტუაცია ვინ მოგიწესრიგა?:)
გულიანი მოკითხვა ჰარის ნინიგან:)
2. და ჩემთვის არის მანდ ადგილი რამაზ? :) მშვენიერია!!! გაიხარე შენა!!! და ჩემთვის არის მანდ ადგილი რამაზ? :) მშვენიერია!!! გაიხარე შენა!!!
1. ჰარი-5 მაინც მახსენე, არა?:)) ჰარი-5 მაინც მახსენე, არა?:))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|