ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტოტია
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2008


სიბერე

სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია,
რომელსაც, ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს,
აქვს საკუთარი სახე,
საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა,
საკუთარი სიხარული და დარდი.
ჩვენ, ჭაღარა მოხუცებს,
ისევე როგორც ჩვენს უმცროს თანამოძმეებს,
გვაქვს ამოცანა,
რომელიც აზრს აძლევს ჩვენს არსებობას,
ისევე როგორც სასიკვდილოდ განწირულ ავადმყოფს,
მომაკვდავსაც _ რომლის სარეცლამდეც საეჭვოა,
მიაღწიოს ხმამ ამქვეყნიური სამყაროდან
აქვს თავისი ამოცანა,
მანაც უნდა შეასრულოს
მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები