ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასო
ჟანრი: საბავშვო
1 ივლისი, 2008


რვაფეხა

ოთხი ცალი შარვალი და
რვა ბოტასი აცვია.
მაინც მარდად მიაბიჯებს,
არ აკლია გრაცია.

კიბორჩხალა უყურებს და
მოთმინება ელევა:
- უკან-უკან რომ წავიდეს,
ფეხი არ აერევა?

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები