ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტოტია
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2008


... მას

გამიპო გული ერთმა პირმთვარემ,
მშვენიერ-ტურფამ
და თან რა ტურფამ?
ტურფა-ლამაზმა,
ლამაზთა ურვამ.
მე რომ მოვკვდები, ნაძერწო სურავ,
ნუ დაღვრი ცრემლებს
და თან რა ცრემლებს?
ღვინის წვეთებს მეწამულს მუდამ.
დამისხ თავს რეტი შენთან ერთად
დაცლილმა თასმა
და თან რა თასმა?
თასმა ბანგისამ,
ბანგითა ბურვამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები