ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2010


ვარაზისხევზე

დღეს ატმისფერი ჩამოწვება ვარაზისხევზე -
და მონატრებას ბროწეულის სუნი აუვა...
გაიმაისა - სტრიქონები ლეწავენ მარცვლებს,
(აქ - უშენობით გათენებაც, ისე გაჭირდა.)

ვდგავარ ჩვეული, „როგორც სიტყვა მაშასადამე“
დღეებს ამძაფრებს უშედეგო დაიმედება...
ფანჯრის რაფები ამზეურებს ლექსებს ჩრდილნარევს
და ნისლთა ფონზე შენი ლანდი მომეჩვენება.

ლანდი, რომელიც ჟანგბადივით გავითავისე -
და მაჯისცემის ხმა მესმოდა, ფრთხილობდი როგორ?!
ნაზი ფარფატით ეფერები ვარაზის აღმართს,
ალბათ იფრენ და ჩემს სარკმელსაც მოაგნებ ბოლოს...

დღეს ატმისფერი ჩამოწვება ვარაზისხევზე -
და მონატრებას ბროწეულის სუნი აუვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები