ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2010


უცხო გამზირი

დრო ჭორებს ავრცელებს, მზე ჯერაც გზაშია
გაპრანჭვა დაიწყო მარტის ნასესხებმა,
გაზაფხულს მოუჩანს ცისფერი არშია
და ვარდის ეკალზე პერანგი ეხევა.
ტილო გამოფინა უცნობმა ფერმწერმა
და კუთხე მოიწყო პირდაპირ გაზონზე
წვერი გაუყვითლდა ისე ბევრს ეწევა
ქუჩის კოლორიტი - ძველი მეეზოვე.
ქარი დახტუნაობს სველ სახურავებზე
და დენის ხაზებზე ბჭობენ ბეღურები,
მოხუცი – დაკარგულ ჯარისკაცს დაეძებს
იმედი აცოცხლებს, ბედს არ ეგუება.
კრიალა ვიტრაჟზე მზე ხედავს ორეულს
და გზის გადაკვეთას ცდილობს უსინათლო
თვალწინ რომ ააცლი ბუკინისტს ტომეულს
მერე როგორ გინდა რომ თავი იმართლო.
არბიტრმა ჩასასტვენ ხელსაწყოს ჩაბერა
ანგარიშს ტაბლოზე სხავაობა გვანიშნებს
მეტოქის ტრიბუნას თვალს ვაპყრობ და ვხედავ
ლოყაზე ფრჩხილებით დახოკილ აფიშებს.
თენდება, ტაქსები ერთმანეთს ასწრებენ
სადგურის ძველ საათს ისრები დასცვივდა,
მზე ჯერაც გზაშია, დრო ჭორებს ავრცელებს
ზემოდან – ქვემოდან, მარჯვნიდან – მარცხნიდან.
                                                                            2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს