ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტოტია
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2008


ეგებ სურდა...

განა იცი,
რა თრგუნავდა მომაკვდავს? _
გვერდში მზერა ვერ იგულა ქომაგთა,
არვინ ჰყავდა,
რომ გაენდო ვარამი,
ტანჯვით მისულს საიქიოს კარამდi.

ვის უხმობდა,
სახლეულს თუ შემოქმედს,
რას ამბობენ მოარული ხმები,
ან ნეტავი,
გლოვის ზარს რად შემოჰკრეს,
თუკი სული განუტევა ნებით?

ეგებ სურდა,
გაემხილა სახელი,
მშვენიერი, მაგრამ არგასამხელი,
მისი,
ვისაც სხვისგან ვერ განასხვავებ,
ვინც იპარავს ძილში სულის ნამსხვრევებს.

მაშ, დამშვიდდა,
თუ შეიპყრო შიშმა?
მის ტრფობაში დიდი ცოდნა იშვა,
მას ხომ მხოლოდ
სიყვარული ტანჯავდა
კრძალვით მისულს წუთისოფლის არჯალთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები