 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 7 მაისი, 2010 |
ერთი ავი ზნე სჭირს გუგულს, - სხვის აშენებულ ბუდეში ამჯობინებს კვერცხის დადებას. ბუდესაც ასე ჰარი-ჰარად, სადაც წააწყდება იქ კი არ ირჩევს? ახალკვერცდადებულ საბუდარს ისურვებს ხოლმე, ბაგა-ბაღად. იცის, სხვებზე ადრე მისი ნაშობი მოევლინება ძიძის სახლს და პირმშოს არაფერი გაუჭირდება. ბარტყიც რომ კარგი ხვითო გამოსდის? ძიძიშვილებზე უფროსია, ღონითაც უპირატესი და ჰყრის ხოლმე "ძუძუმტეებს" ბუდიდან - რაში მარგებენო საჭმელში მოზიარენი? ალალი და ბრიყვი გამშობლებულებიც თავს ევლებენიან, უმეტესად, ცალად დარჩენილ და თავიანთი ჯიშ-ჯილაგის ამომგდებ ნაშიერს: ესღა დაგვრჩა მომვლელ-დამტირებლადო.
**********
ერთ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით ქვეყანას, რატომღაც აქედან არც თუ ისე შორს რომაა და მკიდიეთი ჰქვია, გუგულები ჯერ შემოეპარნენ, შენდეგ კი მოუმრავლდნენ, მეტისმეტად. შემოეპარებოდნენ აბა რა?! ისეთი დარლაილა ფრინველები ცხოვრობდნენ მკიდიეთში, იმდენი ბუნებრივი თუ, რა გინდა-რა ბუდე იყო ნაშენი, სასმელ-საჭმელი თავსაყრელი, ჰავა - ზომიერი, სამოთხე იყო ჩიტთათვის და გუგული რატომ იქნებოდა გამონაკლისი?
არა და, ადრე ჭიკჭიკეთი ერქვა იმ ქვეყანას. არწივი დაუდგინეს მეფედ და ისიც არც თუ ურიგოდ მართავდა სამეფოს და ჭიკჭიკეთელებს. როცა მობერდა და ძველებურად ვეღარ უჭრიდა ნისკარტ-ბრჭყალები, "დადგა ჩვენი დროო" და ყვავ-ყორნებმა წამოჰყვეს თავი. თავიდან გვარიანად მოაბეზრეს თავი ფრინველებს. ბევრს გაუმწარეს ოჯახი და დაუობლეს ბარტყები. მაგრამ როდემდე? დაბერდნენ ისინიც, სადღა შეეძლოთ დაწიოკება? ლეშის კორტნითღა ირჩენდნენ თავს.
- დამთავრდა! დღეიდან აღარც მეფე გვინდა და აღარც ნაზირ-ვეზირები! - იხუვლეს ერთ დღეს ჩიტებმა. - ვისზე ნაკლებები ვართ, ორნიტოკრატია უნდა დავამკვიდროთ ჭიკჭიკეთში! - იკივლა შემოპარულმა გუგულმა. უცხო სიტყვა კი გაიკვირვეს ფრთოსნებმა და ვერც გუგული ეცნოთ მაგრამ, კარგა ხანია მკიდიეთი ერქვა მათ ქვეყანას და... რაში ადარდებდათ უცხო ჩიტის ვინაობა, ან რა სიკვდილი იყო "ორნიტოკრატია"?! - ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! - აჭყივლდნენ თუთიყუშები, – არ ვიცით რაა, მაგრამ უცხო სიტყვაა და ცუდი როგორ იქნება?! ორნიტოკრატიას გაუმარ-ჯოს!!!
თქმა და შესრულება ერთი იყო. ახლა ოოპ! მეტისმეტი მომივიდა. თქმით ითქვა, თორემ შესრულების რა მოგახსენოთ. ნისკარტი ნისკარტზე არ დაუდია არავის. წინამძღოლი აღარ ჰყავდათ ჭკვიანი და მეოხი და... ვინ იყო რამის მომკითხავი? ჭიკ-ჭიკით, ანკანაკებით, გაფრენ-გამოფრენებით მიდიოდა უზრუნველი ცხოვრება მკიდიეთში და რას შეამჩნევდნენ, მათი ბუდეები გუგულის კვერცხებით რომ ივსებოდა?
გაგიკვირდებათ და, სწორედ თუთიყუშების ბუდეებიდან იწყეს ახალი თაობის მოვლინება გუგულებმა, შემდეგ სხვებსაც დააზრდევინეს. ბარტყებიც რატომ იცვლიდნენ ვითომ, ოდითგან მოყოლილ ზნეს? გაჩაღებული იყო ბუდიდან მასპინძელთა ნაშიერების პანტაპუნტით ყრა.
რა დალახვრულები იყვნენ ისე?! არც მშობელი იცოდნენ, არც გამზრდელების სიყვარული ჰქონდათ და არც შეძენილი დედ-მამიშვილების. ამაზე მეტი წყევლა თუ გსმენიათ სადმე? დაკვერცხებიდან ძე შეცთენილთა საქმე როგორ წავიდოდა, თუ გამოიცნობთ? - კრულად! - ჰოდა გიშველოთ ღმერთმა! ისე აშენდნენ თქვენი დამაწყევრები, როგორი ალჩუც მკიდიეთელებს დაუჯდათ. ჯერ იცოცხლე, დასუქდნენ, მარა, რა დასუქდნენ გუგულები, გამრავლდნენ, მარა, რა გამრავლდნენ, სხვების დაწყვეტის ხარჯზე. მაგრამ ბოლოს აღარც ბუდის ამშენებელი რომ დარჩა ქვეყანაში და აღარც კრუხი, კი შემოირტყეს თავში ფრთა... გვიანი იყო უკვე. სხვის აშენებულ სახლში ჩაბუდების და სხვისთვის განკუთვნილი საჭმლის ყლაპვის გარდა არ იცოდნენ მზის ქვეშ არაფერი. სირცხვილით როგორ ვთქვა, მაგრამ, გამრავლებაც არ შეეძლოთ დაუხმარებლად. სულ აღმა-დაღმა ეჭირათ თვალი და ვინ მოუვლიდა მათ კვერცხს ან ბარტყებს? რაღა ბევრი გავაგრძელო და... უკან-უკან, მოწყვეტილი ზვავივით სწრაფად იწყო სვლა მკიდიეთში ეულად დარჩენილი გუგულების ყოფამ. - მადლობა ღმერთს, მოცილე აღარ გვყავს, მარტო ჩვენ დავრჩით!!! - ეს რომ დააგუგულეს, იქიდან გაშავდა მათი საქმე და მალე, არათუ ჭიკჭიკი, გუ-გუ, გუ-გუც აღარ ისმოდა მკიდიეთში.
ასე იცის, ბუდის ამშენებელს და კვერცხის გამომჩეკავსაც რომ არ დაინდობ და მხოლოდ საშენოდ დააფჩენ პირს!
P.S. ამას წინათ, ჩიტების ყოფილი ქვეყნისკენ ვიყავი გავლით. არწივს მოვკარი თვალი. ირაოს სცემდა ნამკიდიეთარის ცას.
ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე! ასურვებინე, დასამკვიდრებლად!!!.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
42. "ამას წინათ, ჩიტების ყოფილი ქვეყნისკენ ვიყავი გავლით. არწივს მოვკარი თვალი. ირაოს სცემდა ნამკიდიეთარის ცას.
ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე! ასურვებინე, დასამკვიდრებლად!!!" ამინ! +++++
"ამას წინათ, ჩიტების ყოფილი ქვეყნისკენ ვიყავი გავლით. არწივს მოვკარი თვალი. ირაოს სცემდა ნამკიდიეთარის ცას.
ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე! ასურვებინე, დასამკვიდრებლად!!!" ამინ! +++++
41. გაგიმარჯოს თანამიწელო!:) გაგიმარჯოს თანამიწელო!:)
40. შესანიშნავი ადამიანის შესანიშნავი ნაწარმოები...... დღეგრძელობა და ღვთისწყალობა შუხუთელო შესანიშნავი ადამიანის შესანიშნავი ნაწარმოები...... დღეგრძელობა და ღვთისწყალობა შუხუთელო
39. მოკლედ ორნიტოლოგი ვარ რა!:) მართლა ასეა. გუგული ისე ახერხებს ბუდის შერჩევას, რომ ყველაზე ადრე მისი ბარტყი იჩეკება. საიდან ამდენი ტვინი, ამ პატარა, ნისკარტიან თავში, ჰა თამარ? მაგას რომ ჰარირამას, ორი ქცევა თავი მისცა, რას არ მოიგონებდა, არა?!:) მოკლედ ორნიტოლოგი ვარ რა!:) მართლა ასეა. გუგული ისე ახერხებს ბუდის შერჩევას, რომ ყველაზე ადრე მისი ბარტყი იჩეკება. საიდან ამდენი ტვინი, ამ პატარა, ნისკარტიან თავში, ჰა თამარ? მაგას რომ ჰარირამას, ორი ქცევა თავი მისცა, რას არ მოიგონებდა, არა?!:)
38. გუგულმა კვერცხი კი არ ჩაუდო ჩემს გვრიტს? მე არ მინახავს, რა მოხდა, მაგრამ... 5-10 წუთით ტოვებდა-ხოლმე დედა გვრიტი ბუდეს, რამე რომ ეჭამა. რომ გაფრინდა, დავინახე. მერე მოფრინდა და... იმან ყვირილი დაიწყო? გადავირიე! საშინლად ყვიროდა! ბუდესთან ახლოს მივიდოდა, გამოიქცეოდა უკან, ისევ, ისევ... მერე შემოჰკრა ფრთა ფრთას და გაფრინდა. იმ საღამოს ჩავიხედე ბუდეში და... ბუდეში იდო სხვა რომელიღაც ჩიტის დიდი ბარტყი, მხოლოდ მკვდარი! და მისი საკუთარი კვერცხი - ისევ გამოუჩეკელი იდო!
მოკლედ, დისერტაციის დაწერა შემიძლია თემაზე "გვრიტები"... :(((( გუგულმა კვერცხი კი არ ჩაუდო ჩემს გვრიტს? მე არ მინახავს, რა მოხდა, მაგრამ... 5-10 წუთით ტოვებდა-ხოლმე დედა გვრიტი ბუდეს, რამე რომ ეჭამა. რომ გაფრინდა, დავინახე. მერე მოფრინდა და... იმან ყვირილი დაიწყო? გადავირიე! საშინლად ყვიროდა! ბუდესთან ახლოს მივიდოდა, გამოიქცეოდა უკან, ისევ, ისევ... მერე შემოჰკრა ფრთა ფრთას და გაფრინდა. იმ საღამოს ჩავიხედე ბუდეში და... ბუდეში იდო სხვა რომელიღაც ჩიტის დიდი ბარტყი, მხოლოდ მკვდარი! და მისი საკუთარი კვერცხი - ისევ გამოუჩეკელი იდო!
მოკლედ, დისერტაციის დაწერა შემიძლია თემაზე "გვრიტები"... :((((
37. ერთი ავი ზნე სჭირს გუგულს, - სხვის აშენებულ ბუდეში ამჯობინებს კვერცხის დადებას. ბუდესაც ასე ჰარი-ჰარად, სადაც წააწყდება იქ კი არ ირჩევს? ახალკვერცდადებულ საბუდარს ისურვებს ხოლმე, ბაგა-ბაღად.
გულმა გიგრძნო, ეს რომ დადე? თამრიკოს გვრიტებს ჩაუდო გუგულმა თავისი კვერცხი. ცვრიტმა იუკადრისა და არც თავისი გამოჩეკა და აღარც ის გუგულის ბარტყი... პროტესტის ნიშნად სულ მიატოვა ბუდე თავის კვერცხებიანად! :((((( თამრიკო კინაღამ გადაირია ამაზე... :(
5 ერთი ავი ზნე სჭირს გუგულს, - სხვის აშენებულ ბუდეში ამჯობინებს კვერცხის დადებას. ბუდესაც ასე ჰარი-ჰარად, სადაც წააწყდება იქ კი არ ირჩევს? ახალკვერცდადებულ საბუდარს ისურვებს ხოლმე, ბაგა-ბაღად.
გულმა გიგრძნო, ეს რომ დადე? თამრიკოს გვრიტებს ჩაუდო გუგულმა თავისი კვერცხი. ცვრიტმა იუკადრისა და არც თავისი გამოჩეკა და აღარც ის გუგულის ბარტყი... პროტესტის ნიშნად სულ მიატოვა ბუდე თავის კვერცხებიანად! :((((( თამრიკო კინაღამ გადაირია ამაზე... :(
5
36. საზარელი რეალობა უმსუბუქესი იუმორით....... თავს დავხრი თქვენი ნიჭის წინაშე....ძალიან მწარეა და ძალიან ძლიერი აქ სიტყვა..... ღმერთმა ინებოს და ასურვებინე დასამკვიდრებლად ჩვენი მამული არწივთა მოდგმას..... :) საზარელი რეალობა უმსუბუქესი იუმორით....... თავს დავხრი თქვენი ნიჭის წინაშე....ძალიან მწარეა და ძალიან ძლიერი აქ სიტყვა..... ღმერთმა ინებოს და ასურვებინე დასამკვიდრებლად ჩვენი მამული არწივთა მოდგმას..... :)
35. უღრმესი მადლობა.
უღრმესი მადლობა.
34. ღირებული ნაწარმოები შექმნა - ერთია, მაგრამ ასე ზუსტად, შესატყვისი სახელი უპოვო ნაწარმოების გმირსა თუ მოქმედების ადგილს, ეს ვგონებ არანაკლებ საინტერესოა და დასაფასებელი ყოველთვის ნაწარმოებში! მკიდიეთი! ჭიკჭიკეთი! - ამ სახელებმა გამახალისა და თან დამაფიქრა ბევრ რამეზე. და მაინც, რა უბედურებაა ეს "ორნიტოკრატია"?! :D :D :D
მოკლედ, კარგი იყო! გაიხარე, ავტორო! გარკვეულ იუმორში გადაწყვეტილი ცხოვრებისეული რეალობაა აქ ასახული, ფინალი ხომ უშესანიშნავესია და როგორ შეიძლება მკითხველს არ მოეწონოს! 5555555555555555555555555
ღირებული ნაწარმოები შექმნა - ერთია, მაგრამ ასე ზუსტად, შესატყვისი სახელი უპოვო ნაწარმოების გმირსა თუ მოქმედების ადგილს, ეს ვგონებ არანაკლებ საინტერესოა და დასაფასებელი ყოველთვის ნაწარმოებში! მკიდიეთი! ჭიკჭიკეთი! - ამ სახელებმა გამახალისა და თან დამაფიქრა ბევრ რამეზე. და მაინც, რა უბედურებაა ეს "ორნიტოკრატია"?! :D :D :D
მოკლედ, კარგი იყო! გაიხარე, ავტორო! გარკვეულ იუმორში გადაწყვეტილი ცხოვრებისეული რეალობაა აქ ასახული, ფინალი ხომ უშესანიშნავესია და როგორ შეიძლება მკითხველს არ მოეწონოს! 5555555555555555555555555
33. მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, მიგიხვდი, ჩემო ლელთ ღუნიავ, გაიხარე, ლამაზად წერ, გასაოცრად კარგად წერ! მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, მიგიხვდი, ჩემო ლელთ ღუნიავ, გაიხარე, ლამაზად წერ, გასაოცრად კარგად წერ!
32. გაგიმარჯოს ჩემო მუხრან! გმადლობ. ღმერთმა მრავალგზის ჩემზე დღეგრძელი და ათასჯერ მრავალგზის, ჩემზე წარმატებული გამყოფოს. ამინ!!! გაგიმარჯოს ჩემო მუხრან! გმადლობ. ღმერთმა მრავალგზის ჩემზე დღეგრძელი და ათასჯერ მრავალგზის, ჩემზე წარმატებული გამყოფოს. ამინ!!!
31. 5 გამარჯობა ბატონო კახა... თქვენი პროზის მოწონებას გამოვხატავ და თქვენი დრეგრძელობის და წარმატების სურვილს. 5 გამარჯობა ბატონო კახა... თქვენი პროზის მოწონებას გამოვხატავ და თქვენი დრეგრძელობის და წარმატების სურვილს.
30. ჩემო ჰ. გუშინაც მოგახსენე და დღეს კვლავ გიდასტურებ ჩემს პატივისცემას თქვენი შემოქმედებისადმი. ძალიან მომეწონა და საერთოდ მომენატრა ეს იგავური სტილი. ძალიან დიდი ხანია ილიასა და აკაკის ენა, ცხვირმოუხოცავი (და ცოტა არ იყოს უსინდისო) გოგონა-ჯურნალისტების, გოგონა-მენეჯერების, ბიჭუნა-ბანკირებისა და ვაი-პოლიტიკოსების - აკაკი მინაშვილის, პ-კუბლაშვილის და სხვა ერთიან ნაციონალ და-ძმათა ხელშია. საჭიროა ჩვენი ენა ქართული დავუპირისპიროთ ამ ერზაც-ქართველებს. ასე ვფიქრობ მე! ტქვენ კი - ხუთიანი. ჩემო ჰ. გუშინაც მოგახსენე და დღეს კვლავ გიდასტურებ ჩემს პატივისცემას თქვენი შემოქმედებისადმი. ძალიან მომეწონა და საერთოდ მომენატრა ეს იგავური სტილი. ძალიან დიდი ხანია ილიასა და აკაკის ენა, ცხვირმოუხოცავი (და ცოტა არ იყოს უსინდისო) გოგონა-ჯურნალისტების, გოგონა-მენეჯერების, ბიჭუნა-ბანკირებისა და ვაი-პოლიტიკოსების - აკაკი მინაშვილის, პ-კუბლაშვილის და სხვა ერთიან ნაციონალ და-ძმათა ხელშია. საჭიროა ჩვენი ენა ქართული დავუპირისპიროთ ამ ერზაც-ქართველებს. ასე ვფიქრობ მე! ტქვენ კი - ხუთიანი.
29. bevrjer Tqmulis gameorebas ra azri aqvs? vici Seni pasuxi :)amitomac gavCumdebi.... :) bevrjer Tqmulis gameorebas ra azri aqvs? vici Seni pasuxi :)amitomac gavCumdebi.... :)
28. ძალიან კარგია:) ძალიან კარგია:)
27. მკიდიეთი :D
უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან მაგარია ეს ავტორი!!!
ჩემთვის ყოველთვის რჩეული და არა მარტო ჩემთვის. მკიდიეთი :D
უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან მაგარია ეს ავტორი!!!
ჩემთვის ყოველთვის რჩეული და არა მარტო ჩემთვის.
26. ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება ბატონო ჰა-რა-ლე, წარმატებებს გისურვებთ და ველოდები ახალ ნაწერებს... ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება ბატონო ჰა-რა-ლე, წარმატებებს გისურვებთ და ველოდები ახალ ნაწერებს...
25. კარი იგავია. 555 კარი იგავია. 555
24. ისე, ვინაიდან "ჩიტს" ძველქართულად "სირი" ერქვა,
ორნიტოკრატია ----> ჩიტოკრატია ----> სიროკრატია...
ახლა დავუკვირდი! :))))))))))))) ისე, ვინაიდან "ჩიტს" ძველქართულად "სირი" ერქვა,
ორნიტოკრატია ----> ჩიტოკრატია ----> სიროკრატია...
ახლა დავუკვირდი! :)))))))))))))
23. "რა დალახვრულები იყვნენ ისე?! არც მშობელი იცოდნენ, არც გამზრდელების სიყვარული ჰქონდათ და არც შეძენილი დედ-მამიშვილების. ამაზე მეტი წყევლა თუ გსმენიათ სადმე? " მეცნობა ეს სიტუაცია. და ძალიან მადარდებს მეც. თუმცა იმედი მაქვს "ამას წინათ, ჩიტების ყოფილი ქვეყნისკენ ვიყავი გავლით. არწივს მოვკარი თვალი. ირაოს სცემდა ნამკიდიეთარის ცას.
ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე! ასურვებინე, დასამკვიდრებლად!!!."55555555
"რა დალახვრულები იყვნენ ისე?! არც მშობელი იცოდნენ, არც გამზრდელების სიყვარული ჰქონდათ და არც შეძენილი დედ-მამიშვილების. ამაზე მეტი წყევლა თუ გსმენიათ სადმე? " მეცნობა ეს სიტუაცია. და ძალიან მადარდებს მეც. თუმცა იმედი მაქვს "ამას წინათ, ჩიტების ყოფილი ქვეყნისკენ ვიყავი გავლით. არწივს მოვკარი თვალი. ირაოს სცემდა ნამკიდიეთარის ცას.
ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე! ასურვებინე, დასამკვიდრებლად!!!."55555555
22. გმადლობ ქვასროლიავ.:) გმადლობ ქვასროლიავ.:)
21. ყოჩაღ ჩიტირეკიავ:) ყოჩაღ ჩიტირეკიავ:)
20. კაი ხანია თქვენს გვერდზე არ შემოვსულვარ.მომწონს თქვენი შემოქმედება და ეს ნაწერი უფრო იუმორისტულად აღვიქვი. :) კაი ხანია თქვენს გვერდზე არ შემოვსულვარ.მომწონს თქვენი შემოქმედება და ეს ნაწერი უფრო იუმორისტულად აღვიქვი. :)
19. სხვის აშენებულ სახლში ჩაბუდების და სხვისთვის განკუთვნილი საჭმლის ყლაპვის გარდა არ იცოდნენ მზის ქვეშ არაფერი. სირცხვილით როგორ ვთქვა, მაგრამ, გამრავლებაც არ შეეძლოთ დაუხმარებლად...
მაგარია! არ მითხრა, ამაზეც თამრიკო დამემუქრაო... :)) 5 სხვის აშენებულ სახლში ჩაბუდების და სხვისთვის განკუთვნილი საჭმლის ყლაპვის გარდა არ იცოდნენ მზის ქვეშ არაფერი. სირცხვილით როგორ ვთქვა, მაგრამ, გამრავლებაც არ შეეძლოთ დაუხმარებლად...
მაგარია! არ მითხრა, ამაზეც თამრიკო დამემუქრაო... :)) 5
18. ჭიკჭიკეთი, მკიდიეთი, და ორნიტოკრატია :D
უჰ,მართლა ნამეტანი კრულადაა ეს საქმე :D კიდევ კარგი,დაწერილის შემდგომ( ანუ,P.S.)-ის,რომ მე(ც) მჯერა :)
მომწონს,ბატონო :) ჭიკჭიკეთი, მკიდიეთი, და ორნიტოკრატია :D
უჰ,მართლა ნამეტანი კრულადაა ეს საქმე :D კიდევ კარგი,დაწერილის შემდგომ( ანუ,P.S.)-ის,რომ მე(ც) მჯერა :)
მომწონს,ბატონო :)
17. ვაიმე რა სიტყვებია კახ გენაცვალე///ჭიკჭიკეთი საიდან 10დაგლიჯე!!!!!!!!!!! ვაიმე რა სიტყვებია კახ გენაცვალე///ჭიკჭიკეთი საიდან 10დაგლიჯე!!!!!!!!!!!
16. ამას წინათ, ჩიტების ყოფილი ქვეყნისკენ ვიყავი გავლით. არწივს მოვკარი თვალი. ირაოს სცემდა ნამკიდიეთარის ცას.
ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე! ასურვებინე, დასამკვიდრებლად!!!.
. "არწივი ვნახე,დაჭრილი..."
ამას წინათ, ჩიტების ყოფილი ქვეყნისკენ ვიყავი გავლით. არწივს მოვკარი თვალი. ირაოს სცემდა ნამკიდიეთარის ცას.
ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე! ასურვებინე, დასამკვიდრებლად!!!.
. "არწივი ვნახე,დაჭრილი..."
15. სერიოზულია :) +2 სერიოზულია :) +2
14. ეს იგავი დღევანდელ სიტუაციას საქარველოში კუკლასავით ერგება გავუგზავნოთ მიშას,რაიცის დაფიქრდეს ა:)
ეს იგავი დღევანდელ სიტუაციას საქარველოში კუკლასავით ერგება გავუგზავნოთ მიშას,რაიცის დაფიქრდეს ა:)
13. ჰმმ...რა სერიოზული ზღაპარი დაგიდია?!!! хвалю!!!хвалю!!!:-* ჰმმ...რა სერიოზული ზღაპარი დაგიდია?!!! хвалю!!!хвалю!!!:-*
12. ზღაპარი უძახე შენ :) და აქ ერთობ სერიოზული რამ, მორალს რომ ეტყვიან მეიგავენი, უნდა იყოს ჩადებული :) ... ამას წინათ, ჩიტების ყოფილი ქვეყნისკენ ვიყავი გავლით. არწივს მოვკარი თვალი. ირაოს სცემდა ნამკიდიეთარის ცას.
ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე! ასურვებინე, დასამკვიდრებლად!!!. ... მართლაც რომ არ იქნებოდა ურიგო :)
ზღაპარი უძახე შენ :) და აქ ერთობ სერიოზული რამ, მორალს რომ ეტყვიან მეიგავენი, უნდა იყოს ჩადებული :) ... ამას წინათ, ჩიტების ყოფილი ქვეყნისკენ ვიყავი გავლით. არწივს მოვკარი თვალი. ირაოს სცემდა ნამკიდიეთარის ცას.
ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე! ასურვებინე, დასამკვიდრებლად!!!. ... მართლაც რომ არ იქნებოდა ურიგო :)
11. ჰარალე დიდი პროზაიკოსი... მისი თითოეული ნაწერი აზრიანი... საინტერესოა.
გამართულია! 5 და გაიხარეთ მუდამ! ჰარალე დიდი პროზაიკოსი... მისი თითოეული ნაწერი აზრიანი... საინტერესოა.
გამართულია! 5 და გაიხარეთ მუდამ!
10. ამას წინათ, ჩიტების ყოფილი ქვეყნისკენ ვიყავი გავლით. არწივს მოვკარი თვალი. ირაოს სცემდა ნამკიდიეთარის ცას.
ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე! ასურვებინე, დასამკვიდრებლად!!!.
უუუფ, კაი იყო! 5 ამას წინათ, ჩიტების ყოფილი ქვეყნისკენ ვიყავი გავლით. არწივს მოვკარი თვალი. ირაოს სცემდა ნამკიდიეთარის ცას.
ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე! ასურვებინე, დასამკვიდრებლად!!!.
უუუფ, კაი იყო! 5
9. მოკლედ ძმაო კახაბერ, შენს ძლიერ სულსა და ძლიერ ქართულობას ფეხდაფეხ დაჰყვება ძლიერი პროზა!!! არაჩვეულებრივი იგავ-არაკი!!! მიხარია, რომ ჩემი ძმა ხარ!!! გაიხარე შენა!!! მოკლედ ძმაო კახაბერ, შენს ძლიერ სულსა და ძლიერ ქართულობას ფეხდაფეხ დაჰყვება ძლიერი პროზა!!! არაჩვეულებრივი იგავ-არაკი!!! მიხარია, რომ ჩემი ძმა ხარ!!! გაიხარე შენა!!!
8. თქვენი პროზა იმიტომ მიყვარს, რომ "ითრევს" მკითხველს.. ალაგ-ალაგ, თქვენს კითხვებზე ხმამაღლა ვყვიროდი პასუხებს.. აღტაცებით.
5 თქვენი პროზა იმიტომ მიყვარს, რომ "ითრევს" მკითხველს.. ალაგ-ალაგ, თქვენს კითხვებზე ხმამაღლა ვყვიროდი პასუხებს.. აღტაცებით.
5
7. ძალიან კარგია , სასიამოვნოდ იკითხება და თანაც სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო , როგორც იტყვიან ხოლმე .... :) ძალიან კარგია , სასიამოვნოდ იკითხება და თანაც სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო , როგორც იტყვიან ხოლმე .... :)
6. მოვმატრაკვეცდი და მოვმეტიჩარდი ჩემს საყვარელ გვერდზე, ჩემს საყვარელ ავტორთან ;;) წავიკითხე, მომეწონა, ხუთიანი და სითბო დავტოვე და გავმეტიჩარდი ;;) მოვმატრაკვეცდი და მოვმეტიჩარდი ჩემს საყვარელ გვერდზე, ჩემს საყვარელ ავტორთან ;;) წავიკითხე, მომეწონა, ხუთიანი და სითბო დავტოვე და გავმეტიჩარდი ;;)
5. ვაი...:) :-* ვაი...:) :-*
4. მაგარია ბატონო კახა !
კარგი და ჯიგარი კაცი ხართ !
იხარეთ და იდღეგრძელეთ !
5 მაგარია ბატონო კახა !
კარგი და ჯიგარი კაცი ხართ !
იხარეთ და იდღეგრძელეთ !
5
3. მშვენიერი იგავ-არაკი გამოვიდა....5555555555555
არწივს მოვკარი თვალი. ირაოს სცემდა ნამკიდიეთარის ცას.... "ბოლოსო, ბოლოსო,საერთოდ არ კვდება თურმე იმედი...":) მშვენიერი იგავ-არაკი გამოვიდა....5555555555555
არწივს მოვკარი თვალი. ირაოს სცემდა ნამკიდიეთარის ცას.... "ბოლოსო, ბოლოსო,საერთოდ არ კვდება თურმე იმედი...":)
2. მა-ლა-დეც, ჰა-რა-ლე! კაი ბოვში ყავხარ გამჩენს! და ძალიან მიყვარხარ შენი პროზიანად! 5 მა-ლა-დეც, ჰა-რა-ლე! კაი ბოვში ყავხარ გამჩენს! და ძალიან მიყვარხარ შენი პროზიანად! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|