ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2010


###

დღეს ყოველ ნაბიჯს
უფრო ვაფასებ,
სურვილი დამაქვს
ხელისგულებით
და გაზაფხულის
მწვანე კაბაზე
წვიმას დაებნა 
სამკაულები...

ისე მივდივარ
ახლა ქუჩაში,
სულ არ მაშინებს
ჭექა-ქუხილი,
ყოველ კვირტზე და
ყოველ ბუდეზე
აფოფრილია მარტი
კრუხივით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები