 | ავტორი: ლურსმანი ჟანრი: პროზა 5 მაისი, 2010 |
გიორგი გელაშვილის ერთ-ერთ ნაწარმოებში „მარტოხელა მეზობელი“ ავტორს უწერია,რომ თუ გინდა ნორმალურად დაიძინო,არაფერზე ფიქრს უნდა მიეჩვიოო.ამაზე ალბათ თქვენც დაკვირვებულხართ,მე კი მცდელობის მიუხედავად იშვიათად თუ გამომდის ეს,ისიც მაშინ,როცა კისერი მწყდება და ფიქრის თავი მართლა აღარ მაქვს... ეს ბოლო დღეები კი ძილი დამიფრთხა,ვინც წერთ,თავადაც კარგად იცით,თუ რამე ფიქრი აგეკვიატება,მოსვენებას დაგიკარგავს,მანამდე ვერ იგრძნობ შვებას,სანამ არ დაწერ მას. ასე ვარ ახლა. რაღა ბევრი ვილაპარაკო და სათაურიდანაც მიხვდით,თუ ვისზე მინდა მოგიყვეთ... ჰო...ბაბუაზე! (დედის მხრიდან) არ ვიცი რამდენად გამომივა,მაგრამ მშვიდი ძილი მინდა,ცოტა ხნით მაინც... იგი ნამდვილი იმერელი გლეხკაცი იყო,გვარად სამანიშვილი (ესეც საამაყოა) სახელად ავთანდილი ერქვა,ოღონდ მუდამ თულიას ეძახდნენ,მოფერებით (ავთულია,ავ-ის ჩამოშორებით!!)მეც პატარაობისას კარგა ხანი მისი ნამდვილი სახელი არ ვიცოდი.. ფიზიკურად საშუალოზე მაღალი,კარგი შესახედაობის იყო,მის სახეზე თუ დაგამახსოვრებდათ თავს სამანიშვილებისთვის დამახასიათბელი ოდნავ კეხიანი ცხვირი,რომელიც ისე ბოლოვდებოდა ულვაშებით,როგორც დიდვარჯიანი ხე-ფუნჯა ფესვებით. ჩემი პატარაობიდან მის გარდაცვალებამდე რაც მახსოვს,თან მუდამ დაჰქონდა ორი ნივთი-ფარანი და ასთმის წამალი, პირველი განსაკუთრებით უყვარდა,მეორე სპეციალურ შესასხურებელში ესხა,როცა გამოცლიდა,ჩვენ გვაძლევდა(ან რად გვინდოდა,კი ვინახავდით),უყვარდა გამოუსადეგარი ნივთების შენახვა:ჟანგიან კასრების,მავრთულის ნაკუწების(ეზოში არ დაყაროთ,საქონელს შეყვებაო)წამლის ყუთების,უვარგისი იარაღების და ვინ მოთვლის...ათასი რამ. წინდახედულობის საქმე იყო ალბათ... როგორც ყველა იმერელს,მასაც კარგი სუფრა უყვარდა,სოფელში (და არა მარტო) სალხინო თუ საჭირო მაგიდას ის თამადობდა,სადღეგრძელოებიც ყველანაირი გარემოების შესაფერისი იცოდა,დალაგებული და გემრიელი სიტყვით,სუფრასთან დასხდომის წინ მარილს მოიკითხავდა აუცილებლად:“მარილი თუ დვია სტოლში“-ო,უტყემლოდ არ შეეძლო „უნაიროდ“ უყვარდა,ხინკალთან,წვნიანთან,რა კერძთანაც არ გინდა,ყველაფერს ატანდა სიამოვნებით. ღამით ტელევიზორს მუდამ ჩართულს ტოვებდა,თან იმხელა ხმაზე,რომ მეორე სართულზეც ამოდიოდა და არ გვაძინებდა,მას კი იავნანად ჩაესმოდა ალბათ. (ხუთი ტელევიზორი ქონდა და ხუთივე მხოლოდ რადიოს ფუნქციას ასრულებდა) შვილიშვილებისთვის განკუთვნილ (შვილიშვილებისთვის განკუთვნილს-მეთქი) თხილის ჭამას გვიკრძალავდა,შემოვლითი გზით თუ მივიპარებოდით და წავაწყვეტდით რამოდენიმეს,ზამთარში რაღა უნდა ჭამოთო,პირვანდელი გემო ხომ აღარ ექნებოდა მერე თხილს მაგ დროს,გამომშრალს და გამომჭკნარს. დამღლელი „სამუშაო საათებიც“ გვქონდა,რძე,მჭადი და ყველი თუ გინდათ,ძროხას და ყანას უნდა მოუაროთო,დავემწკრივებოდით სიმაღლის მიხედვით სიმინდებში და მის გამოთოხნილ სარეველებს გულმოდგინებით ვიწყობდით იღლიებში,გადაყოლილი ვიყავით საქონელს,როგორია,თაკარა მზეში ჩადი საძოვარზე,გადააბი მართლაც ძროხა,რამოდენიმე საათში წყალი დაალევინე და კიდევ გადააბი,მერე ამოიყვანე სახლში,თან ყურადღება უნდა მიაქციო,ყანისკენ თუ გაიწევს,უნდა მოქაჩო სასიკვდილეს,არ მივხედავდით და არ გინდოდათ რძე და ყველიო? მახსოვს,მის დიდ ქურთუკებში რომ ვეხვეოდით ტოლმებივით და აღმართიდან თავპირისმტვრევით ვეშვებოდით,კი გვსიამოვნებდა... ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ყანა საადრეო არ იყო,მეზობლის სიმინდები კი უკვე ტაროების სიმძიმეს ვეღარ უძლებდნენ,ბუნებრივია წაგვცდენია ხელი პატარებს მისკენ,ადგილსაც ვარჩევდით,სად უნდა ჩაგვეგემრიელებინა,ისე,რომ არავის შევემჩნიეთ,ერთი ეგეთი ადგილი ტყეში იყო. შევწვით ტაროები,ვიღმურძლებით,პირს და ენას ვიწვავთ,ოღონდ ჩქარა მოვასწროთ ჭამა,მარა რა,ბაბუა გამოჩნდა,ვინ მაყვლის ბურდებში ვისვრიდით ნახევრად მარცვლებშერჩენილ ტაროებს და ვინ ზედ ვასხდებოდით დასამალად.თუმცა რა გამოეპარებოდა. ჯანი ხანში შესულსაც მოსდევდა,ასთმა გუდავდა მხოლოდ.მშრალი ჰაერი რგებდა,თბილისური,მაგრამ მოდიოდა?სამი შვილის ხვეწნას ყურსაც არ ათხოვებდა ხოლმე. იყვნენ თავისთვის ეგ და ბებიაჩემი,რახან არ გვაწუხებდნენ,ალბათ იტანდნენ ერთმანეთს,ბოლოს მარტო დარჩა სოფლის სახლში... ბებიას გარდაცვალება არ მიტირია და იმაზე ვიტირე,ბაბუა რომ ჩამეხუტა და შემომტირა,მარტომ რაღა ვქნაო. მის მერე ამბობდა შვილიშვილებზე,ბედნიერი ვარ კუბოს ამწევი და დამტირებლები რომ მყავს,ოთხი ვაჟკაცი და სამი ქალიო. არ გავიდა ორი წელი,თავს მეორე უბედურება დაგვატყდა,ჩემი დეიდაშვილი ნინო გარდაიცვალა 15 წლის და იმის მაგიერ,რომ მას დაეტირა ბაბუა,პირიქით მოხდა.. მის მერე აშკარად შეეტყო დასუსტება,ხალისიც გაუქრა თვალებში,გული ჩამოეჭრა,ჯოხის ტარებაც დაიწყო...ასმთმამაც არ დაანება.იყო მარტო სახლში და კი ჰყოფნიდა პენსია თვიდან თვემდე,ქალაქიდანაც წავეშველებოდით ხოლმე,მაგრამ ადამიანების დანაკლისი.. (!) არ მოგვყვებოდა აქეთ,ან რატო წამოგვყვებოდა,სახლ-კარს ხომ არ გამოკეტავდა ზაფხულიდან ზაფხულამდე,ამდენი ხანი რომ იქ გაატარა ცხოვრება,სულ რომ გაეგუდა ასთმას,თბილისის კომფორტს და მშრალ ჰაერს,ისევ იქაური ნესტი და წვალება ერჩივნა. ბოლოსკენ მარტო ჩავედი მასთან,დამისვა წინ და მელაპარაკეო,გამომკითხა ოჯახის და ქვეყნის ავ-კარგი,ყველას საქმიანობა,მეც დიდი სიამოვნებით ვუყვებოდი,მინდოდა რამით გამეხარებინა „გამოყრუებული“ მოხუცი,თან ახალ ტელევიზორსაც რომ ვერაფერი გაუგო,შესაბამისად ინფორმაციის წყაროც მე ვიყავი,მონატრებულ შვილიშვილთან ერთად... გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე,სიმინდი დაუთესავს ჩვენთვის. აღარც წამლები შველოდა და აღარც ჭიქა არაყი... გარდაიცვალა... ჩავედით და საკადრისი პატივიც მივაგეთ,მონდომების მიუხედავათ ოთხ შვილიშვილს მაინც არ „ჩაგვაბარეს“ სასახლე სასაფლაომდე. ჩაასვენეს სამუდამოდ და როგორია,მოტრიალდე ასე ცივად,იმას ვინ წარმოიდგენდა იმ მომენტში,რომ მასთან დაკავშირებით მხოლოდ ხსოვნა დაგრჩებოდა... ..ტარო უკვე მომწიფებული იყო,მართალია თითოს ხუთი-ექსვი ხუნხულა მატლი შეექცეოდა,მაგრამ ჩვენც დიდი სიამოვნებით შევექეცით,უკვე მათ გარეშე,სულ არ შეგვშლია ხელი,მდუღარე წყალში ხარშვისას რომ ამოტივტივდნენ,ამოვკრიფეთ,მოვისროლეთ და ვჭამეთ ნაყოფი,რაც არ უნდა საზიზღარი წარმოსადგენი და სანახავი ყოფილიყო მათთან ერთად ჩახარშული სიმინდი... ახლაც იქ მგონია ბაბუა,თავის ოთახში,საწოლზე მჯდარი,ფარნით და ასთმის წამლით ხელში... განა დამავიწყდება? ამის დაწერის შემდეგ მშვიდი ძილი რომც მეღირსოს ყოველ ღამით... სიზმრად მოსულს სად გავუშვებ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. კარგი ნაწერია, კეთილი, თანაც ქართული. წარმატებებს გისურვებთ. მეც იმერელი ვარ და ბაბუას ვერ მოვესწარი, სამწუხაროდ, 40-ში გადაასახლეს და იქ გარდაიცვალა. შენიშვნა: ზოგიერთ ადგილას, სასვენ ნიშნებს მიაქციეთ ყურადღება და სულ მთლად კარგი იქნება. ხუთიანი თქვენ! კარგი ნაწერია, კეთილი, თანაც ქართული. წარმატებებს გისურვებთ. მეც იმერელი ვარ და ბაბუას ვერ მოვესწარი, სამწუხაროდ, 40-ში გადაასახლეს და იქ გარდაიცვალა. შენიშვნა: ზოგიერთ ადგილას, სასვენ ნიშნებს მიაქციეთ ყურადღება და სულ მთლად კარგი იქნება. ხუთიანი თქვენ!
17. მომეწონა კი კი.... :):) მომეწონა კი კი.... :):)
16. ლამაზად, კარგად და სევდიანად წერ! 555 ლამაზად, კარგად და სევდიანად წერ! 555
15. ბებიას გარდაცვალება არ მიტირია და იმაზე ვიტირე,ბაბუა რომ ჩამეხუტა და შემომტირა,მარტომ რაღა ვქნაო.
++ ბებიას გარდაცვალება არ მიტირია და იმაზე ვიტირე,ბაბუა რომ ჩამეხუტა და შემომტირა,მარტომ რაღა ვქნაო.
++
14. ყოჩაღ ლუურს, მაგარი ხარ :-* ყოჩაღ ლუურს, მაგარი ხარ :-*
13. წერის სტილი მომეწონა და სევდიანია :( წერის სტილი მომეწონა და სევდიანია :(
12. ახლაც იქ მგონია ბაბუა,თავის ოთახში,საწოლზე მჯდარი,ფარნით და ასთმის წამლით ხელში...
ცრემლისმომგვრელია... ბავშვობაში დამაბრუნა მეც... გენიელური ხარ ლურსმან! პროზასაც და პოეზიასაც ერთი სიძლიერით ფლობ 555 ახლაც იქ მგონია ბაბუა,თავის ოთახში,საწოლზე მჯდარი,ფარნით და ასთმის წამლით ხელში...
ცრემლისმომგვრელია... ბავშვობაში დამაბრუნა მეც... გენიელური ხარ ლურსმან! პროზასაც და პოეზიასაც ერთი სიძლიერით ფლობ 555
11. dzalian axloa es chemtan, miuxedavad imisa rom orive babua gvtis shewevnit janmrtelebi myavs... :) imereti magaria... imereli moxucebuli xom saertod amouwuravi temaa... +2 da bravo dzmao... dzalian axloa es chemtan, miuxedavad imisa rom orive babua gvtis shewevnit janmrtelebi myavs... :) imereti magaria... imereli moxucebuli xom saertod amouwuravi temaa... +2 da bravo dzmao...
10. ეხლა მე ამის წამკითხავივარ კაი რა :D
ხვალე მომიყევი :D ეხლა მე ამის წამკითხავივარ კაი რა :D
ხვალე მომიყევი :D
9. მესმის შენი გულისტკივილი და ვუერთდები!!! სიწრფელეში 5 დავწერ!!! თხრობაში 4 სტილისტურში 3 ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ გაცილებით უკეთ დაინახო თუ რა შეცდომებია გაპარული ტექსტში!!! მთლიანობაში კარგს გიწერ!!! (ოთხიანი ნაწერს) მაინც ხუთს დავწერ. უკეთ შეძლებ!!! დაჩაქუჩება შენი საქმეა ჩემი კი... გაიხარე შენა!!! :) ;) მესმის შენი გულისტკივილი და ვუერთდები!!! სიწრფელეში 5 დავწერ!!! თხრობაში 4 სტილისტურში 3 ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ გაცილებით უკეთ დაინახო თუ რა შეცდომებია გაპარული ტექსტში!!! მთლიანობაში კარგს გიწერ!!! (ოთხიანი ნაწერს) მაინც ხუთს დავწერ. უკეთ შეძლებ!!! დაჩაქუჩება შენი საქმეა ჩემი კი... გაიხარე შენა!!! :) ;)
8. გადააბი მართლაც ძროხა,
მშრალი ჰაერი რგებდა,თბილისური,მაგრამ მოდიოდა?
განა დამავიწყდება? ამის დაწერის შემდეგ მშვიდი ძილი რომც მეღირსოს ყოველ ღამით... სიზმრად მოსულს სად გავუშვებ... არ ვაჩაქუჩებ,ფეხაკეფით,მოწიწებით 5 ქულას დავტოვებ და აქვე კუთხეში ვიტირებ??? წვეტიანი ხარ! ლურსმანო! გული გამეკაწრა! გადააბი მართლაც ძროხა,
მშრალი ჰაერი რგებდა,თბილისური,მაგრამ მოდიოდა?
განა დამავიწყდება? ამის დაწერის შემდეგ მშვიდი ძილი რომც მეღირსოს ყოველ ღამით... სიზმრად მოსულს სად გავუშვებ... არ ვაჩაქუჩებ,ფეხაკეფით,მოწიწებით 5 ქულას დავტოვებ და აქვე კუთხეში ვიტირებ??? წვეტიანი ხარ! ლურსმანო! გული გამეკაწრა!
7. ამას წავიკითხავ ხვალ ან ოდესმე :D
ეხლა ვერ :) ამას წავიკითხავ ხვალ ან ოდესმე :D
ეხლა ვერ :)
6. მომეწონაააააააა:):):) მომეწონაააააააა:):):)
5. ლურს, ცრემლებთან ერთად ჩავამტავრე კითხვა.. რამოდენიმე სუსტი ადგილი იყო.
როგორ მიყვარს ჩეემი ბაბუ.. :( დავურეკავ ახლა, გავაღვიძებ და ვეტყვი რომ მიყვარს :( ლურს, ცრემლებთან ერთად ჩავამტავრე კითხვა.. რამოდენიმე სუსტი ადგილი იყო.
როგორ მიყვარს ჩეემი ბაბუ.. :( დავურეკავ ახლა, გავაღვიძებ და ვეტყვი რომ მიყვარს :(
4. მართლა კარგია... თხრობა მომეწონა... +2 წარმატებები ამ ჟანრში... მართლა კარგია... თხრობა მომეწონა... +2 წარმატებები ამ ჟანრში...
3. ძალიან დიდი ინტერესით წავიკითხე.
კარგია, როგორც პროზა. სევდიანი ისტორია... კარგი შედარებებია, ნოსტალგიური თხრობა.
5 ძალიან დიდი ინტერესით წავიკითხე.
კარგია, როგორც პროზა. სევდიანი ისტორია... კარგი შედარებებია, ნოსტალგიური თხრობა.
5
2. ეH, ბაბუა არასდროს მყოლია, არადა როგორ მინდოდა :( ეH, ბაბუა არასდროს მყოლია, არადა როგორ მინდოდა :(
1. ეს ჩემი პირველი პროზაული ნაწარმოები,თუ წაიკითხავთ და აზრს გამოთქვამთ,მადლობელი დაგრჩებით,ჩემს შესაძლებლობებს ასე უკეთ გავიგებ ამ ჟანრში :) ეს ჩემი პირველი პროზაული ნაწარმოები,თუ წაიკითხავთ და აზრს გამოთქვამთ,მადლობელი დაგრჩებით,ჩემს შესაძლებლობებს ასე უკეთ გავიგებ ამ ჟანრში :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|