ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2010


ყველასთვის ნაცნობი მე

რაღაცა ხდება, როცა ისევ ვწერ მე ამ ლექსებს,
რაღაც ნაცნობი და თითქოს მკრთალი თან მდევს დუმილი,
სადღაც ზეციურ, ქროლვას ქარის განვიცდი მაშინ,
როცა მელნის წვეთს შევასველებ ფურცელზე ლექსის...

და ეხლა, რომ ვწერ გეჯიბრები მე თვით გენიოსს
და ლოცვა ყდაზე... ჰგავს მდუმარებას,
ლექსის წერისას შეყვარებულ პოეტის მსგავსად
და თვით ფანტელი ოცნებისა, ჩუმი ნათება...
მთვრალი სიზმრების მეზღაპრე და ნატვრა ალდება...

რაღაცა ხდება, როცა მუზა ფეთქავს გულივით,
რაღაც ნაცნობი და პულსის მსგავსი თან მდევს მე მგონი,
რაღაც ზეციურ, სულთა ტრფობას ვამსგავსებ მუზას...

ეს ხდება მაშინ, როცა სული იწყებს ზმანებას,
ეს ხდება მაშინ, როცა ფხიზელს გაძინებს ბოდვა.

და ეხლა, რომ ვწერ გეჯიბრები მე, თვით სიყვარულს...
და ლოცვა ყდაზე... ჰგავს მდუმარებას,
ლექსის წერისას გაგიჟებულ პოეტის მსგავსად...


დ.მუხიგულაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს