 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 7 მაისი, 2010 |
მე ისევ მთვრალი ვარ და ისევ შენით, ბახუსი კეკლუცად მეთამაშება. მე ისევ დავდივარ და ისევ მაწვიმს ხატვა არ ვიცი, მაგრამ მეხატება: და შენს სილუეტს ქუჩებში ვტოვებ ტაძრად შენი და ჩემი გრძნობების, მიშველეთ ვინმემ მე დღეს ვგიჟდები, ღმერთო ისმინე ჩემი სიტყვები...
"მინდა ყოველი დილა დაიწყოს მისი თვალების შემოფეთებით, მინდა ყოველი ღამე დამთავდეს ისევე მისი თბილი ხელებით. მე ძლიერ მიყვარს მისი ღიმილი, მიყვარს ცალობით მისი ჩასუნთქვა. მე მასში მიყვარს უძირო თვალები მუდამ ბავშვურად ნატყორცნი მზერა."
ოხ! როგორ მიყვარს მისი სურნელი... საგაზაფხულოდ აყვავებულ ატმის კვირტს რომ ჰგავს. როგორ მიზიდავს, მისი ხილვა როგორ მწყურია, ოხ! ღმერთო ერთო, არ გეცოდები?
მაღირსე მომეც ბედნიერება, ყოველი დილა მისით დავიწყო. გესმის უფალო, მე იგი მიყვარს და მე სხვაგვარად არც შემიძლია!
იმსხვერპლებს ჩემს გულს ეს მონატრება, ვეღარ გაუძლებს სული ტკივილებს... გესმის უფალო! მოგვეც უფლება ბედნიერებას ჩვენც ვეზიაროთ.
მე ისევ მთვრალი ვარ და ისევ შენით, ბახუსი კეკლუცად მეთამაშება. მე ისევ დავდივარ და ისევ მაწვიმს, ხატვა არ ვიცი და მეხატება: ჩვენი ოცნების ლამაზი კოშკები, სადაც მე და შენ ყოველწამს ვხვდებით რომ სიყვარული არის ირიბი და თან ბრუნვადი ისევ ჩვენს ირგვლივ...
მიშველეთ ვინმემ მე დღეს ვგიჟდები, ღმერთო ისმინე ჩემი სიტყვები: "მე მასთან მინდა მხოლოდ დარჩენა თუნდაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჰოო ბახუსი ძალიან კეკლუცი ვიღაცაა:)
"მინდა ყოველი დილა დაიწყოს მისი თვალების შემოფეთებით,"
თვალების შემოფეთების სადღეგრძელო გამახსენდა :) :) :)
"მიყვარს ცალობით მისი ჩასუნთქვა" ეს კარგია:) ტკბილია და თბილია:)
ჰოო ბახუსი ძალიან კეკლუცი ვიღაცაა:)
"მინდა ყოველი დილა დაიწყოს მისი თვალების შემოფეთებით,"
თვალების შემოფეთების სადღეგრძელო გამახსენდა :) :) :)
"მიყვარს ცალობით მისი ჩასუნთქვა" ეს კარგია:) ტკბილია და თბილია:)
4. ეენდე, დეიდზრნენ ჭაააპაანთ ბალღები. ეენდე, დეიდზრნენ ჭაააპაანთ ბალღები.
3. ბახუსი კეკლუცად მეთამაშება. <<<აი აქ შევწყვიტე კითხვა კეკლუცად და გავიქეცი უკანმოუხედავად =)) =))
შე კელუცო შენა :D:D ბახუსი კეკლუცად მეთამაშება. <<<აი აქ შევწყვიტე კითხვა კეკლუცად და გავიქეცი უკანმოუხედავად =)) =))
შე კელუცო შენა :D:D
2. კი კარგია,მაგრამ ლექსი რომ სუსტია :) კი კარგია,მაგრამ ლექსი რომ სუსტია :)
1. "მინდა ყოველი დილა დაიწყოს მისი თვალების შემოფეთებით, მინდა ყოველი ღამე დამთავდეს ისევე მისი თბილი ხელებით. მე ძლიერ მიყვარს მისი ღიმილი, მიყვარს ცალობით მისი ჩასუნთქვა. მე მასში მიყვარს უძირო თვალები მუდამ ბავშვურად ნატყორცნი მზერა."
რა კარგია შეყვარებული ადამიანი :) "მინდა ყოველი დილა დაიწყოს მისი თვალების შემოფეთებით, მინდა ყოველი ღამე დამთავდეს ისევე მისი თბილი ხელებით. მე ძლიერ მიყვარს მისი ღიმილი, მიყვარს ცალობით მისი ჩასუნთქვა. მე მასში მიყვარს უძირო თვალები მუდამ ბავშვურად ნატყორცნი მზერა."
რა კარგია შეყვარებული ადამიანი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|