მე და რობინსონი ვმეგობრობთ, მე ოდნავ მაღალი ვარ რობინსონზე, სამაგიეროდ მისი თვიური ხელფასი, ჩემს წლიურ ხელფასს სამჯერ აღემატება. მე მშურდა რობინსონის, გადავწყვიტე მომეკლა, მაგრამ მრცხვენოდა, თან ვიცოდი ჩემამდე უკვე არსებობდა კაენი, კარგია, როცა პირველი ხარ, თუნდაც ასეთ საქმეში... ავიღე იარაღი (პირველივე, რაც სამზარეულოში ვნახე), დავურეკე რობის და ბებიაჩემის ბნელ სარდაფში დავიბარე, რა თქმა უნდა სულ სხვა მიზეზით (ხომ არ ვეტყვოდი, რობი მოდი უნდა მოგკლა მეთქი), ვნერვიულობდი და სამიოდე ჭიქა არაყი წინასწარ გადავუშვი ყელში, ჩამწვა მაგრამ მიშველა... კიბეზე ჩავედი, ცოტა ხანში ფეხის ხმა მომესმა, სიბნელეში რობინსონი დავინახე, ხელში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა, აბა რას გავაწყობდი, ჩემი ჟანგიანი დანით(?!), კარს უკან დავიმალე, ჩემი ერთგული მეგობარი, იქვე, კასრზე ჩამოჯდა და მოთმინება მოიკრიბა... რა ხდება? არაფერი, უბრალოდ მასაც შურს ჩემი, მე კი ახლაც კარის უკან ვდგავარ და ველოდები, როდის მიბრუნდება მეგობარი, რომ ჩუმად ჩავარტყა ზურგში....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ... ავტომატით მოვიდაო? :) უსინდისო ყოფილა... რას გერჩოდა კაცმა რომ თქვას. რა უბედურებაა _ მეგობარი ვერ მოგიკლავს კაცს ნორმალურად :)
... ავტომატით მოვიდაო? :) უსინდისო ყოფილა... რას გერჩოდა კაცმა რომ თქვას. რა უბედურებაა _ მეგობარი ვერ მოგიკლავს კაცს ნორმალურად :)
8. აუ ავტომატის ხმა მაინტერესებს, ოღონდ ნუ შენ უნდა აგცდეს უეჭველად :D აუ ავტომატის ხმა მაინტერესებს, ოღონდ ნუ შენ უნდა აგცდეს უეჭველად :D
7. არა უშავს, დაგეხმარებიან მეგობრები, კიდევ სხვები, ვისაც არ შურს ან პირიქით და შეიპყარით შიშველი ხელებით, არ მოკლათ ოღონდ, რა იცი იქნებ ჩემი მეგობარია მე რომ მოსაკლავად დავდევ ის :D ამას ქვია "ობრაზში შესვლა". მე დაგტოვებთ :D არა უშავს, დაგეხმარებიან მეგობრები, კიდევ სხვები, ვისაც არ შურს ან პირიქით და შეიპყარით შიშველი ხელებით, არ მოკლათ ოღონდ, რა იცი იქნებ ჩემი მეგობარია მე რომ მოსაკლავად დავდევ ის :D ამას ქვია "ობრაზში შესვლა". მე დაგტოვებთ :D
6. ხო, აბა, იმიტომ გააძრო დიდი ავტომატი :)) ხო, აბა, იმიტომ გააძრო დიდი ავტომატი :))
5. აი შურიანი რობიკო გამოდის, თორემ რა გასაკვირია კაცს ის გშურდეს ვინმეს რომ სამჯერ მეტი ხელფასი აქვს შენზე თვეში ... ჰიჰი აი შურიანი რობიკო გამოდის, თორემ რა გასაკვირია კაცს ის გშურდეს ვინმეს რომ სამჯერ მეტი ხელფასი აქვს შენზე თვეში ... ჰიჰი
3. რობის რა შურს შენი, მაღალი რომ ხარ ოდნავ? რობის რა შურს შენი, მაღალი რომ ხარ ოდნავ?
2. ვფიცავ, მე აღარასოდეს მივბრუნდები :))
პირველი ვიქნები ამ საქმეში მაინც - ადამიანი რომელიც არასოდეს მიბრუნებულა :))
ბასტი დაგინახე დაგინააახე, გამოდი :*
მერე რა რომ უკვე დავთვერი,კარგი ღვინო აქვს ბებიაშენს მაგრამ აქ რატომ ინახავს არ ვიცი :)) ვფიცავ, მე აღარასოდეს მივბრუნდები :))
პირველი ვიქნები ამ საქმეში მაინც - ადამიანი რომელიც არასოდეს მიბრუნებულა :))
ბასტი დაგინახე დაგინააახე, გამოდი :*
მერე რა რომ უკვე დავთვერი,კარგი ღვინო აქვს ბებიაშენს მაგრამ აქ რატომ ინახავს არ ვიცი :))
1. :)) :)) :)) :)) :)) :)) :)) :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|