ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2008


დაუმთავრებელი

ჩამოინგრევა ალბათ მალე
                ძველი ხის სახლი...
და ჩემს ნაკვალევს,
          შენს ნაკვალევს...
                მის ნაკვალევს და...
ქვეშ მოიყოლებს პაპის მოკლულ
              ირმის ზღაპარსაც-
მთელ სოფელს როგორ ჩამოჰქონდა
სამყვირალოდან.

ქვეშ მოიყოლებს,
ფიჭვის გირჩით ანთებულ კოცონს,
დაცხობილ ქადა-ქადიანებს,
ჯვარგამოსახულს,
„ვარდის შტოსავით მოწყვეტილი“
ვაჟკაცის საფლავს,
ფერისცვალობას, ღვინონაპკურ
„ჩვენ მკვდრების“ საკურთხს...

ჩამოინგრევა...
ძველი სახლი - ჩემი საყრდენი,
კვირტის და ფოთლის სიახლოვე
ბებერ ფესვებთან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები