ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაა
ჟანრი: პროზა
4 ივლისი, 2008


არაამაღელვებელი ჩვილის ჭყლოპინი და უსასრულო ვია დოლოროსაზე შედგომის რამდენიმე მიზეზი...

მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდი,
რომ წინ გელოდა გაყიდვა
ოცდაათ ვერცხლზე გაცილებით უფრო იაფად.
მოგიწევდა სიარული ტანჯვის უსასრულო გზაზე,
რაც ძალიან გაგიჭირდებოდა,
იქნებოდი მიტოვებული,უსასოო,
                  წვენგამოცლილ ლიმონივით სადღაც მიგდებული. . .
ვერასოდეს შეძლებდი თუნდაც ფეხთა მტვერი ყოფილიყავი მაცხოვრის
და საეთოდ,თანამედროვე იუდებს აღარ ჭირდებათ მაცხოვარი
რადგან ისინი ჩვეულებრივი მოკვდავებითაც კარგად ვაჭრობენ,
რადგან  მათში მეტია  სატანური
არც თუნდაც ხანმოკლე  უფლის  მოწაფეობაა საჭირო . . .
  ვია დოლოროსაც რაღაც  უფრო  გრძელი  და რთული        გეჩვენება
                            და თუ მას შეუდექი,
              არც  იოცნებო,რომ ვინმე ჯვრის ტარებაში მოგეშველება. . .
ოღონდ ეს  ყველაფერი მერე იქნება,
                            ოდესმე,
                                    კაი ხნის შემდეგ,
შენ  ჯერ წარმოდგენაც არ გაქვს  ასეთ  მომავალზე,
თუმცა უკვე იტანჯები შინაგანი დისკომფორტით,
რაც შეიძლება ჩაითვალოს    მომავალი ტანჯვის  ავ  წინათგრძნობად...
ტანჯვისა,
                რომელსაც არ შეიძლებოდა მოყოლოდა განწმენდა
                          და რომელიც ვერ იქნებოდა კათარზისი. . .
თუმცა შენ ჯერ კიდევ მაშინ ,
არ შეგეძლო გეპოვნა შენში ის ნერვი,
რომელიც აგითრთოლდებოდა დილაობით,_ჩიტების გალობის მოსმენისას
ისევე,როგორც არ შეგეძლო
                  აღფრთოვანებულიყავი ჩვილის ჭყლოპინით
                      და ნაზი ვარდისფერით მის უმანკო სახეზე. . .

პ.ს.შეიძლება ამიტომაც გელოდა ვია დოლოროსა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები