რობერტ, მე შენ და კიდევ ორი მეგობარი, ჩუმად ჩავიდეთ პაბში, დავლიოთ რამდენიმე კათხა ლუდი და, ბოლო ხმაზე ვაგინოთ დედოფალს... ვიცი, გაბრაზებული გამოფენს საცვალს, რომელიც ჩვენი ფულით იყიდა და ჩვენს შვილებს, ისეთივე წარმატებით არეცხინებს, როგორც დედებს, ან თუნდაც მამებს, არეცხინებდა, ურცხვი საუკუნეების განმავლობაში...
რობერტ, გადაიხადე თერთმეტი ფუნტი, იყიდე რამდენიმე სოსისი და შემომხედე თვალებში, ხედავ რა წითელია ჩემი სისხლი? არაფრად მიღირს მომავალი, ან წარსული, თუ ბედნიერებას წვეთებად გადმომისხამენ დანადგარიდან, რომლის კონტეინერში, მხოლოდ ბლანტი, ცისფერი სითხეა.
რობერტ, ნუ დამეთანხმები და ნურც უარყოფ ყველაფერს, რაც ახლა გითხარი, კედელზე გაკრული შპალერი სიძველისაგან ლპება, მაგრამ არავინ ცვლის, არც სხვა ფრად ღებავს, უბრალო მიზეზის გამო, დიდი ხანია, ყველა წავიდა სახლიდან....
რობერტ, ნუ მოიწყინე, მომიჭახუნე ჭიქა და აღიარე, რაც არ უნდა იყოს, ის მაინც ჩვენი დედოფალია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ეს მომეწონა მე. არც ისე კარგად ვიცნობ ინგლისს, მაგრამ მგონი განწყობა დედოფლის მიმართ მართლა ასეთია.
ეს მომეწონა მე. არც ისე კარგად ვიცნობ ინგლისს, მაგრამ მგონი განწყობა დედოფლის მიმართ მართლა ასეთია.
8. არა, მაგარია რა არა, მაგარია რა
7. ნუ ურაკპარაკის არ ვიცი, მაგრამ ჩემი და რამდენიმე მეგობრის სახელით ვულოცავთ და ვიზიარებთ თან :)) მგონი ეს ზედმეტი იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ თუ რამე, მე მომიტევეთ ნუ ურაკპარაკის არ ვიცი, მაგრამ ჩემი და რამდენიმე მეგობრის სახელით ვულოცავთ და ვიზიარებთ თან :)) მგონი ეს ზედმეტი იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ თუ რამე, მე მომიტევეთ
6. აბა რა ქნეს, მაინც ინგლისელები არიან, ვულოცავ კონსერვატორებს მგონი გაიმარჯვეს, ჩემი გულისტკივილი გორდონ ბრაუნს და შალვა ნათელაშვილს.. :)) აბა რა ქნეს, მაინც ინგლისელები არიან, ვულოცავ კონსერვატორებს მგონი გაიმარჯვეს, ჩემი გულისტკივილი გორდონ ბრაუნს და შალვა ნათელაშვილს.. :))
5. მაინც დათვრნენ ხო? :D მაინც დათვრნენ ხო? :D
3. ჩემი ქალია ეგ:)) ჩემი ქალია ეგ:))
2. რა დროს კონსერვატიზმია, ნახე,მარტო გრძელი ფეხები კი არ აქვს, როგორ ყმუის :->
http://www.youtube.com/watch?v=QVq1xm3sr5Y რა დროს კონსერვატიზმია, ნახე,მარტო გრძელი ფეხები კი არ აქვს, როგორ ყმუის :->
http://www.youtube.com/watch?v=QVq1xm3sr5Y
1. ორიანი, დაჯექი.კარგია! ორიანი, დაჯექი.კარგია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|