| ავტორი: ტოტია ჟანრი: პოეზია 5 ივლისი, 2008 |
გავიჭერ გარეთ შლეგი გრძნეული, ბნელის მდევარი, მსურველი ავის, ბოროტის ნდომით სისხლამღვრეული დავუყევ ბანებს, ავსული ღამის, მარტოდშთენილი, თორმეტთითა, გონებით ნავსი, ასეთ ქალს ქალი არც ჰქვია ლამის,
ცხელი ქვაბული ვიპოვე ტყეში, გავავსე ძვლებით, ათასგვარ ნაყშით, ჩონჩხებით, ქვებით, ატლასით, ხრეშით, ფერიების და მატლების ვახშმით, გლუვი კედლები დავფარე ხავსით, ასეთ ქალს ჩვენში არქმევენ შეშლილს,
ეს მე ვიჯექი შენს ოთხთვალაში და შიშველ მკლავებს ვუქნევდი ლოდებს, ვგრძნობდი, გადავრჩი, თუმც ჯერაც მაშინ თეძოებს ცეცხლის ენები ლოკდნენ და ძვლები მტეხდნენ ბორბლების ქარში, ასეთ ქალს სულ არ რცხვენია, მოკვდეს!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მშვენიერია! რაღაც ფინალში არ მომეწონა,სიკვდილი როდის არის სასირცხვილო?! შეიძლება მე ვერ გავიგე რაღაც. მშვენიერია! რაღაც ფინალში არ მომეწონა,სიკვდილი როდის არის სასირცხვილო?! შეიძლება მე ვერ გავიგე რაღაც.
4. შენი სხვა ლექსები უფრო მომეწონა. :) შენი სხვა ლექსები უფრო მომეწონა. :)
3. უცნაური ლექსია :)
კარგი და უცნაური...
უცნაური ლექსია :)
კარგი და უცნაური...
1. ვახ მაგარია...:)5 ვახ მაგარია...:)5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|