გულისცემა ნება-ნება მივუშვი, უნებურად ავედევნე ტაეპებს, უშენობის მენიუ მაქვს... დღიურში ხელი მელნით კოქტეილებს აკეთებს.
ფეხაკრეფით გადავუვლი მძინარ ხიდს, სიმშვიდისფერ ნაჩვევ მანდილს მოვისხამ, საწვიმარწამოფარებულ ბინაში დავყრი დარდებს, გამოფიტულს... დროისგან
გადმომედო სუნთქვა არითმიული, აღარ ვითვლი ისრებშემჭკნარ საათებს, დუმილია ახლა ჩემი დღიური, გავბედავ და ლექსთან წავიკამათებ.
მეტყვის, გატყობ უძილობის სიმძიმემ, ნაოჭებით დაგიმძიმა თვალები, მოიშორე ფიქრის ბუდე ტვირთმძიმე, თორემ, მალე აღარ შემებრალები,
შეიძლება სულ დავმუნჯდე, შენს შიგნით ჩავიკარგო, ჩავიკირო, გავქვავდე, იქნებ, მერე, აღარ გერქვას შეშლილი, ან სრულებით განიავდე, გაქარდე.
იქნებ, შეძლო ალმოდებულ კაეშანს შეუნაცვლო სიმყუდროვე ღვთიური... ჩემი გზები მოლოდინებს გაექცნენ, გადმომედო სუნთქვა არითმიული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. დიდი მადლობა, ძვირფასებო! გაიხარეთ თქვენ :) დიდი მადლობა, ძვირფასებო! გაიხარეთ თქვენ :)
16. ძალიან,ძალიან მომეწონა თეა ძვირფასო. ძალიან,ძალიან მომეწონა თეა ძვირფასო.
15. ხუთიანის მენიუ მაქვს..... შენთან... 5 ხუთიანის მენიუ მაქვს..... შენთან... 5
14. თეე პირველი სამი სტრიქონი რომ წავიკითხე მაშინ გადავწყვიტე 5 დამეწერა, ძლიერი ლოექსია, გაფასებ, ყოჩაღ! თეე პირველი სამი სტრიქონი რომ წავიკითხე მაშინ გადავწყვიტე 5 დამეწერა, ძლიერი ლოექსია, გაფასებ, ყოჩაღ!
13. მადლობ, თეა, მეც გეფერე-ბიიიიიიიიიიი :)))))) მადლობ, თეა, მეც გეფერე-ბიიიიიიიიიიი :))))))
12. გააკეთე ეგ კოქტეილი თაბაგარო, გააკეთე.... გააკეთე ეგ კოქტეილი თაბაგარო, გააკეთე....
11. მიყვარს თეა:) 5–იანი! მიყვარს თეა:) 5–იანი!
10. დათ, მეც ბიიიიი :) არ ვიცი ეს მრავობლითში როგორ დავწერო, ამიტომ ყველას გეფერე-ბიიიიით, ნიჩორტულად :))) დათ, მეც ბიიიიი :) არ ვიცი ეს მრავობლითში როგორ დავწერო, ამიტომ ყველას გეფერე-ბიიიიით, ნიჩორტულად :)))
8. გადმომედო სუნთქვა არითმიული...
თეა, მიყვარხარ, ძალიან, ჩემო თმახუჭუჭა :) ნიჭიერო :) 5 გადმომედო სუნთქვა არითმიული...
თეა, მიყვარხარ, ძალიან, ჩემო თმახუჭუჭა :) ნიჭიერო :) 5
7. მე მიყვარს თქვენი პოეზია და მშვენივრადაც ვიცი... +5 მე მიყვარს თქვენი პოეზია და მშვენივრადაც ვიცი... +5
6. ლამაზია თე ერთგან ცოტა წავიბორძიკე მაგრამ არაფერია :) კარგია ლამაზია თე ერთგან ცოტა წავიბორძიკე მაგრამ არაფერია :) კარგია
5. შეიძლება სულ დავმუნჯდე, შენს შიგნით ჩავიკარგო, ჩავიკირო, გავქვავდე, იქნებ, მერე, აღარ გერქვას შეშლილი, ან სრულებით განიავდე, გაქარდე.
ბრავოოო! და თე... უშენობის მენიუ მაქვს დღიურში და მალე უნდა გამოიცვალოს ეგ მენიუ :) შეიძლება სულ დავმუნჯდე, შენს შიგნით ჩავიკარგო, ჩავიკირო, გავქვავდე, იქნებ, მერე, აღარ გერქვას შეშლილი, ან სრულებით განიავდე, გაქარდე.
ბრავოოო! და თე... უშენობის მენიუ მაქვს დღიურში და მალე უნდა გამოიცვალოს ეგ მენიუ :)
4. იქნებ, შეძლო ალმოდებულ კაეშანს შეუნაცვლო სიმყუდროვე ღვთიური... ჩემი გზები მოლოდინებს გაექცნენ, გადმომედო სუნთქვა არითმიული.
ჩემო ნიჭიერუკა! ძალიან კარგია, თეა!!! იქნებ, შეძლო ალმოდებულ კაეშანს შეუნაცვლო სიმყუდროვე ღვთიური... ჩემი გზები მოლოდინებს გაექცნენ, გადმომედო სუნთქვა არითმიული.
ჩემო ნიჭიერუკა! ძალიან კარგია, თეა!!!
3. კარგი ლექსია 8 ქულა კარგი ლექსია 8 ქულა
2. საოცარი გოგო ხარ :) ... საოცარი გოგო ხარ :) ...
1. იქნებ, შეძლო ალმოდებულ კაეშანს შეუნაცვლო სიმყუდროვე ღვთიური... ჩემი გზები მოლოდინებს გაექცნენ, გადმომედო სუნთქვა არითმიული
მე მომეწონა თეა თანაც ძალიან! რა გითხრა სხვა, რომ აღარ ვიცი?!.... :) იქნებ, შეძლო ალმოდებულ კაეშანს შეუნაცვლო სიმყუდროვე ღვთიური... ჩემი გზები მოლოდინებს გაექცნენ, გადმომედო სუნთქვა არითმიული
მე მომეწონა თეა თანაც ძალიან! რა გითხრა სხვა, რომ აღარ ვიცი?!.... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|